სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში, დაწესებული სტანდარტების შესაბამისად დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად გრძელდება.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან
აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა.

დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში მაქსიმალურად მაღალ დონეზეა დაცული ჰიგიენის ნორმები, განთავსებულია დეზობარიერები, მოწესრიგებულია სველი წერტილები და შენობაში შემსვლელ ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის სრულად გარემონტებული ახალი ტუალეტი)

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან
იგი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებიდან გამომდინარე, რასაც ნოემბრიდან სავარაუდოდ, სეზონური გრიპიც დაემატება, არ არის გამორიცხული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სწავლის პროცესი ისევ ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს.


(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ალიონა ირიციან გაკვეთილის ჩატარების პროცესში)
დირექტორის თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს სკოლაში 2-ით ნაკლები მოსწავლე სწავლობს და მათი საერთო რაოდენობა 96-ს შეადგენს. რაც შეეხება პედაგოგებს, ამჟამად აშკალის საჯარო სკოლაში 23 პედაგოგი ასწავლის, მათგან 5 უფროსი მასწავლებელია. ამ ეტაპზე სკოლას წამყვანი მასწავლებელი და მენტორი არ ჰყავს.

ზურნაჩიანის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე სკოლიდან რამდენიმე პენსიონერი პედაგოგი წავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ჯილდოს აღებაზე განაცხადეს თანხმობა, მათ ნაცვლად კი, სასწავლო დაწესებულებამ ახალგაზრდა კადრები მიიღო.
(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი სუზანა ენოკიანი) - ქალბატონ სუზანა ენოკიანზე სტატია სათაურით - „ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი... 100%-ით, 100%-ით თბილისში გავაგრძელებდი სწავლას ერევნის ნაცვლად“ - იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.



ფიზიკის მასწავლებლის არყოლის გამო ვაჟა ზურნაჩიანი მზად იყო პენსიონერი პედაგოგების მიერ სახელმწიფო ჯილდოს მიღებისა და სამსახურისთვის თავის დანებების შემდეგ აშკალის საჯარო სკოლაში შექმნილი საკადრო დეფიციტის გამო სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელიც ამავე სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა, გადაწყვიტა, რომ 15 თებერვლიდან, როცა მას მასწავლებლის სტატუსი ოფიციალურად შეუჩერდებოდა, უხელფასოდ განეგრძო 2020 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე საგნის სწავლება, თუმცა მას ამის უფლება არ მიეცა.

70 წელს გადაცილებული დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის გამო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ახლა საზოგადოების თითოეულმა წევრმა სრულად უნდა გაიაზროს ის საფრთხე, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ახლავს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.