გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას.
„თუ მას სურს ჩამოსვლა და ამ რისკზე წასვლა იმ ბევრ პოლიტიკურ დევნილთან ერთად, რომელიც ქვეყანის შიგნით არის ან გარეთ, ეს მისი არჩევანია. ოპოზიციური ერთობა არსებობს და ვინც შეეცდება, რომ სააკაშვილის საკითხი გამოიყენოს ამის წინააღმდეგ პირდაპირ ითამაშებს ივანიშვილის თამაშს. ამის მაგალითი ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ეთერში. გუბაზ სანიკიძეს ვგულისხმობ სწორედ.
მისი საქციელი არის საზიანო იმ ბრძოლისთვის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს და თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე ყველას მხრიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.