გუბაზ სანიკიძემ ეთერი დატოვა, გვარამიამ დახმარება დაცვას სთხოვა - ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა: „უნამუსო შენა... რომელ უბანთან იყავი, რომელი ხმა დაიცავი, რომელი მუშტი მოგხვდა, რა გააკეთე არჩევნების დღეს?“
03-11-2020, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში „ენმ-ძალა ერთობაშიას“ წევრებს, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანიკიძემ თქვა, რომ ოპოზიციამ „ორიანზე ჩაატარა არჩევნები და შეეძლო, ჰქონოდა ერთი შტაბი“. მან განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანის არ ეშინია ბიძინას, მას პერსონალურად ეშინია ერთადერთი კაცის, ეს არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილი, არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში?".

 


გუბაზ სანიკიძის ამ განცხადებას ნიკა მელიას პროტესტი მოჰყვა - მან თქვა, რომ სანიკიძეს ოპოზიციურ ერთობაში ხინჯი შეაქვს.

 


„გუბაზ სანიკიძე კი არა, ანზორ მელიაც რომ იყოს, ვისაც შემოაქვს ხინჯი ოპოზიციურ ერთობაში, ის არის მიუღებელი ჩემთვის... შენ შემოგაქვს, ახლა რასაც აკეთებ“. – მიმართა მელიამ სანიკიძეს.

 


„შენ დაბადებული არ იყავი, ბოლშევიკებს რომ ვებრძოდი, გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას... გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას, ლაპარაკი გაასწორე, რა დაგაკომპლექსათ ამ მიშა სააკაშვილმა, რა გეშინიათ სუყველას“, – უპასუხა სანიკიძემ.

 


„ომში ვართ, რა გავაკეთოთ, მოგზავნილი ხომ არ ხარ, რა გინდა, რას ემსახურება შენი საუბარი. მე ყოველდღე მაქვს საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, არავინ არ არის ერთობის მომხრე ისე, როგორც არის სააკაშვილი. იქცევი როგორც პროვოკატორი... ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო შენა, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, ის უნდა იცოდე და როგორ უნდა მოიქცე... რომელ უბანთან იყავი, რომელი ხმა დაიცავი, რომელი მუშტი მოგხვდა, რა გააკეთე არჩევნების დღეს”, –მიმართა მელიამ სანიკიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი „ოფისიდან არ გამოსულა“ და ოპოზიცია „წრეზე დადის რვა წელიწადია".

 


„რა გინდა, ხან მიშას აქებ, ხან ბიძინას აქებ, მიშაზე მეტი მიშისტი ხარ?" – მიმართა მელიამ სანიკიძეს.

 


სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გუბაზ სანიკიძემ ეთერი დატოვა, ნიკა გვარამიამ დახმარება დაცვას სთხოვა. ნიკა მელიამ კი თქვა, რომ „ვინც ეცდება ოპოზიციურ ერთობას, ისტორიულ პროცესს მიაყენოს ჩრდილი და შუღლი გააღვივოს, მე ვიქნები მისი მტერი, ვინც არ უნდა იყოს და მე ვარ დღეიდან მტერი გუბაზ სანიკიძის, რომელმაც ეს იკადრა. ბრძოლის ველზე ვართ, ომში ვართ, გარე მტერი ვერ დაგაკლებს იმას, რასაც იზამს შიდა".

 

წყარო: ტაბულა

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი