წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკისა და ინფორმატიკის უფროსი მასწავლებელი სუზანა ენოკიანი სინანულით აცხადებს, რომ ქართული ენის შესწავლა გვიან, სომხეთში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოუწია და ამის მიზეზი ის იყო, რომ მის ბავშვობაში, საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების დონე სათანადო სიმაღლეზე არ იდგა.
GUARDIAN.GE-ისთან ვიდეო ინტერვიუში იგი ამბობს, რომ ამჟამად მდგომარეობა შეცვლილია და წალკის სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები უკვე იმდენად კარგად ფლობენ ქართულ ენას, რომ უმაღლესი განათლების მისაღებად არა სომხეთის დედაქალაქში, არამედ თბილისში მიემგზავრებიან.
სუზანა ენოკიანმა 2002 წელს დაამთავრა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა ერევნაში ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც მათემატიკა-ინფორმატიკის სპეციალობით დაამთავრა.
სუზანა ენოკიანმა სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა მშობლიურ სოფელ აშკალაში ჯერ ინფორმატიკის მასწავლებლად დაიწყო, შემდეგ კი მათემატიკის საგნის სწავლებაც დაიწყო, 2009 წლიდან კი ის ასევე საქმის მწარმოებლის პოზიციაზეც მუშაობს.
2018 წელს მან საგნის გამოცდა ჩააბარა, 2019-ში კი ქართულ ენაზე პროფესიული უნარების გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და 2020 წლის იანვრიდან მას უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სუზანა ენოკიანი წუხს, რომ მის ბავშვობაში საქართველოს სომხურენოვან საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროცესი დაბალ დონეზე იდგა, კვირაში მხოლოდ 1 საათი ტარდებოდა ქართული ენის გაკვეთილი და ამიტომ მან და მისი თაობის ბავშვებმა ისე დაამთავრეს საჯარო სკოლა, რომ ქართული ენა არ იცოდნენ.
როგორც სუზანა ენოკიანმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, სწორედ ქართული ენის არცოდნა გახდა მიზეზი იმისა, რომ მას თბილისის ნაცვლად სომხეთში მოუწია უმაღლესი განათლების მიღება.
სუზანა ენოკიანზე GUARDIAN.GE-ის მიერ მომზადებული სხვა მასალა სათაურით - „ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი... 100%-ით, 100%-ით თბილისში გავაგრძელებდი სწავლას ერევნის ნაცვლად“ - იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.
შენიშვნა: ქალბატონ სუზანა ენოკიანთან ვიდეო ინტერვიუ აშკალის საჯარო სკოლაში 2020 წლის 21 დეკემბერს, სახელდახელოდ, პირველივე მცდელობაზე არის ჩაწერილი და მეორე დუბლის ჩაწერა არ გამხდარა საჭირო. ვიდეომასალა ახალი ამბების სააგენტო GUARDIAN.GE-ის ვებგვერდზე დაუმონტაჟებელი სახით არის განთავსებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.