„ძალიან გვიჭირს ამის დაჯერება... უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ჩვენი შესანიშნავი დირექტორი, მასწავლებელი, ვართუი სარკსიანი აღარ არის ჩვენ გვერდით... მისთვის ყველაზე წინ საზოგადო საქმე იდგა“ - სურიკ ბაბოიანი
18-02-2021, 20:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ჩვენი შესანიშნავი დირექტორი, მასწავლებელი, ყველას დამხმარე და დიდებული ოჯახის წარმომადგენელი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი აღარ არის ჩვენ გვერდით. ძალიან დასანანია, მაგრამ რა შეგვიძლია, - განუცხადა წალკის მუნციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სურიკ ბაბოიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

(წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი კორონავირუსით 2020 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა)

 


ბაბოიანის თქმით, ჩივთქილისის საჯარო სკოლის პედკოლექტივისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა ინფორმაცია ვართუი სარკსიანის გარდაცვალების შესახებ და დღემდე უჭირთ იმის დაჯერება, რომ იგი სკოლის კარებს არასოდეს შეაღებს.

 

 

 


„ქალბატონი ვართუი 30 წელიწადი იყო ჩვენი სკოლის დირექტორი, მანამდე ის მასწავლებლად მუშაობდა, მეც მასწავლიდა და წარმოიდგინეთ რა ხანგრძლივი ურთიერთობა გამაჩნდა პირადად მე მასთან. ის იყო საოცარი ორგანიზატორული ნიჭის პატრონი ადამიანი. ამ ახალ სკოლაში ყოფნა სწორედ მისი დამსახურებაა. რომ არა ქალბატონი ვართუის შეუპოვარი ბრძოლა, ეს სკოლა არ გვექნებოდა. მისთვის ყველაზე წინ საზოგადო საქმე იდგა. დაუღალავად ზრუნავდა სკოლაზე, მასწავლებლებზე, ბავშვებზე.

 

 

 


„დირექტორობის პარალელურად მასწავლებლობისთვისაც არასოდეს დაუნებებია თავი. თქვენ წარმოიდგინეთ, 69 წლის ასაკში ჩააბარა გამოცდა ჯერ საგანში, ქიმია-ბიოლოგიაში, შემდეგ კი ქართულ ენაზე, პროფესიულ უნარებში და უფროსი მასწავლებელი გახდა. ეს ხომ ძალზე დასაფასებელია - ასეთ ასაკში რომ გამოცდებს ჩააბარებ ადამიანი.

 

 

 


„ბევრი თაობა ჰყავს გამოზრდილი. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. ასე გვგონია პედაგოგებს, რომ ისევ შემოაღებს ჩვენი სკოლის კარებს. ისეთი განცდა გვაქვს, რომ მუდამ ჩვენ გვერდით არის. ნამდვილად დიდი ადამიანი დავკარგეთ მისი სახით - სკოლამაც და მთელმა სოფელმაც“, უთხრა სურიკ ბაბოიანმა GUARDIAN.GE-ის (მაღლა ფოტოზე).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი