ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს უპასუხა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯანმრთელობა უსურვა
18-03-2021, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯო ბაიდენს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი მკვლელია, ჯანმრთელობა უსურვა.

 


„ბავშვობაში, როდესაც ჩვენ ეზოში ერთმანეთთან ვკამათობდით, ვამბობდით: „ვინც რას იძახის, თავის თავზე იძახის. და ეს შემთხვევითი არ არის. ეს არ არის მხოლოდ ბავშვური ანდაზა და ხუმრობა. ამაში დიდი აზრია, ფსიქოლოგიური. ჩვენ სხვა ადამიანში ყოველთვის ვუყურებთ საკუთარ თავს და ვფიქრობთ, რომ ის ისეთივეა, როგორც ჩვენ“, თქვა პუტინმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


მან აღნიშნა, რომ თითოეული ერის ისტორიაში „ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა“.

 


„მაგრამ, როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა ადამიანებს, ან თუნდაც, როდესაც ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებს, ერებს, ჩვენ ყოველთვის, რაღაცნაირად თითქოს სარკეში ვიხედებით. ჩვენ ყოველთვის იქ საკუთარ თავს ვხედავთ“, განაცხადა პუტინმა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ოფისმა 16 მარტს გამოაქვეყნა არაკლასიფიცირებული ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე ჩარევის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზედამხედველობას უწევდა ფართომასშტაბიან ძალისხმევებს „ჩირქი მოსცხებოდა“ ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

 


როგორც ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, მან იანვრის ბოლოს სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, რომ უნდა ელოდოს პოტენციურ პასუხს და „საფასურის გადახდას“ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევისთვის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა საფასურის გადახდას უნდა ელოდოს პუტინი.

 


„იგი გადაიხდის საფასურს. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, მას და მე. მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. და საუბრის დასაწყისში მე მას ვუთხარი: ‘მე გიცნობ შენ და შენ მიცნობ მე. თუკი დავადგინე, რომ ეს მოხდა, მაშინ მზად იყავი“, განაცხადა ბაიდენმა.

 


გადაცემის წამყვანმა სტეფანოპოპულოსმა ჰკითხა: „ამგვარად, თქვენ იცნობთ ვლადიმერ პუტინს. ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?“

 


„ასე ვფიქრობ“, უპასუხა ბაიდენმა.

 


მან ასევე თქვა, რომ ამავე დროს შესაძლებელია პუტინთან თანამშრომლობა და მუშაობა ისეთ სფეროებში, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებში შედის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი