ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ვლადიმერ პუტინი, რომ უნდა ელოდოს „საფასურის გადახდას“ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევისთვის
17-03-2021, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ოფისმა 16 მარტს გამოაქვეყნა არაკლასიფიცირებული ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე ჩარევის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზედამხედველობას უწევდა ფართომასშტაბიან ძალისხმევებს „ჩირქი მოსცხებოდა“ ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

 


როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, მან იანვრის ბოლოს სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, რომ უნდა ელოდოს პოტენციურ პასუხს და „საფასურის გადახდას“ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევისთვის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა საფასურის გადახდას უნდა ელოდოს პუტინი.

 


„იგი გადაიხდის საფასურს. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, მას და მე. მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. და საუბრის დასაწყისში მე მას ვუთხარი: ‘მე გიცნობ შენ და შენ მიცნობ მე. თუკი დავადგინე, რომ ეს მოხდა, მაშინ მზად იყავი“, განაცხადა ბაიდენმა.

 


გადაცემის წამყვანმა სტეფანოპოპულოსმა ჰკითხა: „ამგვარად, თქვენ იცნობთ ვლადიმერ პუტინს. ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?“

 


„ასე ვფიქრობ“, უპასუხა ბაიდენმა.

 


ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ამავე დროს შესაძლებელია პუტინთან თანამშრომლობა და მუშაობა ისეთ სფეროებში, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებში შედის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი