დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის შესახებ, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ვსაუბრობ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, დღეს ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო პერსონალს გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა ამ დროისთვის 3500-ზე მეტია. დღეს 16:00 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში დაუფიქსირდა გვერდითი რეაქცია, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან. მომხდარზე დაიწყო მოკვლევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს დღეს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.