ამირან გამყრელიძე: ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა, მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს
18-03-2021, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა, მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

 

 

„ამ ბრიფინგის ძირითადი მიზანია, შეგატყობინოთ ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის, გართულების შესახებ. მოგეხსენებათ, არც ერთი წამალი არ არის დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან. ზოგადად, ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც სწრაფად ვითარდება, ეს არის ანაფილაქსიური შოკი - 15-30 წუთში. ის შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მაგრამ შეიძლება დამთავრდეს ფატალურადაც. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი. ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები - ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებს. ამ ტიპის გამოვლინებები არის დაახლოებით 10-50% შემთხვევაში. ანაფილაქსიური გამოვლენები შედარებით იშვიათია. ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ 3365 აცრა, ანაფილაქსიური გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4. დღეს ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“, სადაც უკვე 16 ადამიანია აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი. ის სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ ჰქონდა ალერგიული რეაცქციები. აცრის შემდეგ მან ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ და მოუწოდა კოლეგებს ვაქცინირებისკენ. 30 წუთში მასთან განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ამჟამად ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი