სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
დათა ვანიშვილს საცხოვრებელ სახლთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2011 წელს აღმართეს, რის გამოც, მისი სახლი და თავადაც საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.
საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი ოფიციალური სტუმრები ყოველთვის ხვდებოდნენ დათა ვანიშვილის, რომელიც მათ რუსული ოკუპაციის შესახებ ესაუბრებოდა.
2017 წელს CNN-მა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ქართველთა ყოფას და პრობლემა დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობების ჭრილში განიხილა.
„ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო უარესი გახდა, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ“ - CNN-ის რეპორტაჟი „ოკუპაციის ხაზიდან“ - როცა შინ დაბრუნებული აღმოაჩენ, რომ შენი სახლი „სხვა ქვეყანაშია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.