„ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო უარესი გახდა, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ“ - CNN-ის რეპორტაჟი „ოკუპაციის ხაზიდან“ - როცა შინ დაბრუნებული აღმოაჩენ, რომ შენი სახლი „სხვა ქვეყანაშია“
10-01-2017, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხელში პატარა ზომის ცულით, ლაქებიან, წყვეტილ თოვლზე წინ და უკან მოსიარულე 82 წლის დათო ვანიშვილი აცხადებს, რომ იგი პატიმარია თავისსავე ეზოში, - ასე იწყებს CNN თავის რეპორტაჟს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთში გავლებული მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილია.

 


CNN ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ქართველთა ყოფას და პრობლემას დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობების ჭრილში განიხილავს.

 


CNN-ის მიერ 9 იანვარს გამოქვეყნებული რეპორტაჟის ქართულ თარგმანს Guardian.ge გთავაზობთ.

 

 

მავთულხლართებით გავლებული ღობის მიღმა მომწყვდეული, თეთრთმიანი მოხუცი ფერმერი თავისი ვაშლის ხეების ფოთლებისგან განძარცვულ ტოტებს ჭრის, რათა ქართული ზამთრის სუსხისაგან დაიცვას თავი, - წერს CNN და განაგრძობს:

 


„ისინი არ მაძლევენ ნებას წავიდე“, -ამბობს მოხუცი დათო ვანიშვილი შესაბრალისად. „გაჩხერილი ვარ აქ. სად უნდა წავიდე? არ მაქვს საჭმელი, პური, არაფერი არ მაქვს. რა უნდა ვქნა? თავი მოვიკლა?“

 


ქართველებისთვის ვანიშვილი გაყინული კონფლიქტის სასოწარკვეთილი სახეა, მსხვერპლი, რასაც ზოგიერთები „მცოცავ საზღვარს“, - ქართველები კი „ოკუპაციის ხაზს“ ეძახიან.

 


მისი სახლი საქართველოს და სამხრეთ ოსეთის საკამათო ხაზზე დგას.

 

 

 

 


სახლი „სხვა ქვეყანაში“

 


ხუთი წლის წინათ, ამბობს ვანიშვილი, მან დატოვა სახლი და ადგილობრივ სოფელში გადავიდა, და როცა დაბრუნდა, თავისი სახლი მავთულხლართების მიღმა, სხვა ქვეყანაში აღმოაჩინა.

 


„ისინი ამბობენ: ‘ეს არის რუსეთის ტერიტორია, ასე რომ თუ არ გინდა რუსეთში ყოფნა, დატოვე აქაურობა“, - აცხადებს იგი. „მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ, საქართველოდან. მე ვანიშვილი ვარ, საქართველოს მოქალაქე!“

 


იგი აცხადებს, რომ შეუძლებელი არჩევანის წინაშე იდგა: ან დაეტოვებინა მისი სახლი, ან დაეკარგა კონტაქტი ქვეყანასთან, რომელიც მას უყვარს.

 


ახლა სამართებელივით მჭრელი მავთული მის ბაღს კვეთს და მიღმა იტოვებს ვანიშვილს, მის ვაჟ შვილიშვილს და და შეუძლოდ მყოფ ცოლს.

 


„გაჩხერილი ვარ აქ“, - ამბობს ვანიშვილი. „თუ გადავკვეთე ეს ღობე, დამაპატიმრებენ და უნდა გადავიხადო ფული, ჯარიმის სახით. ისინი მეთვალყურეობას მიწევენ მე“.

 


იგი თავის მეზობლებს მხოლოდ მაშინ თუ ნახავს, როდესაც ისინი მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასაფლაოზე მოდიან, სადაც თავიანთი ნათესავები არიან დაკრძალულნი: სასაფლაოზე შესვლა კი აკრძალული აქვთ და მას სთხოვენ ყვავილების დადებას საფლავებზე და ზოგჯერ მოსაკითხიც მოაქვთ მისთვის მადლიერების ნიშნად.

 


ვანიშვილი არა მარტო მეგობრების და ოჯახისგანაა მოწყვეტილი, არამედ, როგორც ისინი ამბობენ, ისეთი არსებითი საჭიროებებისაგან, როგორიცაა ელექტროენერგია, გაზი და გათბობისთვის მხოლოდ შეშა მოეპოვება.

 


„ჩემი ცხოვრება უარესი და უარესი გახდა. დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ“, - ითხოვს ღობის მეორე მხრიდან იგი, მაგრამ ძალზე ცოტაა საქართველოში ისეთი ვინმე, რომ შეეწიოს მას ამ გაჭირვებაში.

 


ვანიშვილი მხოლოდ ერთი მსხვერპლია იმისა, რასაც ევროკავშირის მეთვალყურეები „ბორდერიზაციას“ უწოდებენ - ისინი ამბობენ, რომ რუსეთი მტკიცედ ქმნის ახალ საზღვარს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში.

 

 

 

(მერაბ მეკარიშვილი)

 


მერაბ მეკარიშვილის სახლი სოფელ დვანთან ახლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაიბომბა, მაგრამ მან მტკიცედ გადაწყვიტა განეგრძო იქ ცხოვრება.

 


შემდეგ რუსები მოვიდნენ და შემოღობეს გზა და მამამისის აშენებული სახლი მავთულხლართების ერთ მხარეს დატოვეს, ოჯახის მიწა კი მეორე მხარეს. ის ამბობს, რომ იგი ასეთი არჩევანის წინაშე დააყენეს: ან გახდი სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, ან წადი.

 


მან ხელი ჩაიქნია მის სახლში ცხოვრებაზე და ახალ სახლს აშენებს მისი ძველი სახლის ნანგრევების საშენი მასალით, თუ რამ ჯერ კიდევ ვარგისია გამოსაყენებლად.

 


თამარა ქორელი თავის ქმართან და ორ შვილიშვილთან ერთად მყუდრო სახლში ცხოვრობს, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოსტსა და რუსული შემოწმების პუნქტს შორის მდებარეობს და მათ რუსი მესაზღვრეების ბაზა გადმოჰყურებს.

 


იგი ამბობს, რომ ომის შემდეგ ცხოვრება აქ უფრო რთული გახდა.

 

 

 

(თამარა ქორელი თავის ქმართან და შვილიშვილთან ერთად)

 


„უფრო ადრე ცხოვრება კარგი იყო. ცხოვრება მესაქონლეობით გამქონდა, მაგრამ ომის შემდეგ მხოლოდ ერთი ძროხა მყავს, რომელსაც იქეთ-აქეთ თოკით დავატარებ... რადგან მინდვრები დანაღმულია“, - ამბობს იგი და განაგრძობს: „ადრე შემოსავალი მქონდა და ახლა მის გარეშე დავრჩი. ჩვენ არ გვაქვს პენსია, არც სოციალური დახმარება, აბსოლუტურად არაფერი გვაქვს“.

 


ევროკავშირის მონიტორინგის მისია პატრულირებას ახორციელებს იმ ტერიტორიაზე, რაც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ადმინსტრაციული საზღვრის ხაზი საქართველოსა და მისგან მოწყვეტილ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის.

 


ყოველ ახალ წელს, აცხადებენ მონიტორები, ხაზი მტკიცედ მოიწევს წინ, შთანთქმული რჩება სასოფლო-სამეურნეო მიწები და მთელი სოფლებიც კი.

 

 

 

(ევროკავშირის მონიტორები აცხადებენ, რომ ხაზი მტკიცედ მოიწევს წინ, შთანთქმული რჩება სასოფლო-სამეურნეო მიწები და მთელი სოფლებიც კი). 

 


„ბევრმა ადამიანმა, ბევრ ადგილას, არ იცის სად არის ხაზი“, ეუბნება კეცუტის ჯანკაუსკასი, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი CNN-ს. „ის [საზღვარი] პრაქტიკულად იქმნება, მაგრამ არაფერი ოფიციალური ეს არ არის“.

 


ზოგჯერ რუსული ჯარები სამართებლივით მჭრელ მავთულებს ღობის გასავლებად იქ იყენებენ, სადაც თავად მიიჩნევენ, რომ საზღვარია; სხვაგან ისინი ჩაასობენ მწვანე ნიშნებს ქართული და ინგლისური წარწერებით: „გადასვლა აკრძალულია“.

 


ეს ნიშნები ხშირად მარტო დგას და ქმნის დაბნეულობას ადგილობრივებში, რომლებიც ჩივიან, რომ ისინი ამ ხაზების შემთხვევით გადაკვეთის გამო დაუპატიმრებიათ და დაუჯარიმებიათ.

 

 

 

 

 


ამ წელს, რუსებმა ამოთხარეს ორი სანგარი მთავარი ხეხილის ბაღის გავლით, ამტკიცებდნენ რა რომ ეს ნაბიჯი ცეცხლისაგან თავის დაცვის მიზნით გაკეთდა, მაგრამ ქართველები, რომელთაც გადაკვეთეს თხრილები, ამბობენ, რომ ისინი დააკავეს.

 


„ჩვენ არ ვიცით სად და რამდენად შეიძლება გადმოიწიოს ხაზმა, რადგან ეს არასდროს ყოფილა აღიარებული. ეს არასდროს ყოფილა მოლაპარაკების საგანი“, - ხსნის ჯანკაუსკასი და ამატებს, რომ ყველაზე მოსალოდნელია, რომ ეს დაფუძნებული იყოს ძველი საბჭოთა გენერალიტეტის 1980-იანი წლების რუკებზე.

 

 

მონიტორები ამბობენ, რომ თითოეული შემოჭრა საერთაშორისო კანონის დარღვევაა.

 


მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

 


რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები იქ მიწვევით იმყოფებიან; მონიტორები ამბობენ, რომ ჯამში 18 რუსული სასაზღვრო ბაზა და 4 რუსული სამხედრო ბაზაა ახლა განლაგებული მიწაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს მიწადაა მიჩნეული.

 

 

 

(ორივემ - რუსეთმა და საქართველომ სამხედრო წვრთნები ჩაატარეს და ისინი ერთმანეთის წინაშე პოზირებენ საზღვრის გასწვრივ).

 


ჯონ დარნინი, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთის სასაზღვრო ბაზები, რომელიც სამხრეთ ოსეთში 2009 წელს გამოჩნდა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის „ეფ-ეს-ბე“-ს ნაწილებს წარმოადგენენ.

 


ბაზები, რომელიც ისეა აშენებული, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რომ გაძლიერდეს და დაემატოს კონტინგენტი, დაახლოებით 30-50 ჯარისკაცის საცხოვრებელია - თითოეული. ისინი ასევე მოიცავენ საცხოვრებელ კორპუსებს დაქორწინებული წყვილების და მათი ოჯახებისთვის და უფრო მეტიც, სათამაშო მოედნებს ბავშვებისთვის.

 


ადგილობრივების თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბაზები ნიშანია იმისა, რომ რუსები აქ დასარჩენად არიან.

 


CNN-ის მოგზაურობამ ამ ადგილებში ხაზი გაუსვა დაძაბულობასა და ეჭვებს ხაზის ორივე მხარეს; ჩვენი ვიზიტი მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების ძალების ან ევროკავშირის მეთვალყურეების მეშვეობით იყო ნებადართული და რამდენიმე შემთხვევისას ჩვენ მეორე მხარეს მდგომი მწვანე ფორმაში ჩაცმული მამაკაცები ახლოდან გვიყურებდნენ.

 


ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი, რომელიც ჩვეულებრივ შეტყობინებებს იღებს საზღვრის გასწვრივ მოძრაობებზე, რუსი მესაზღვრეებისაგან გააქტიურდა და ისინი ითხოვდნენ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რისთვის ვიმყოფებოდით ჩვენ იქ.

 


CNN-მა სამხრეთ ოსეთსა და კრემლში ოფიციალურ პირებს მიაწვდინა ხმა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ადამიანები კარგავენ თავიანთ მიწებს, მაგრამ ჯერ მათგან პასუხი არ მიუღია.

 


რეფერენდუმი

 


25 წელია გასული მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და მას შემდეგ მისგან მოწყვეტილ სახელმწიფოს მის რუს მეზობელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

 


2008 წელს ეს დაძაბულობა სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტები ქართველ მშვიდობისმყოფელებს დასხნენ თავს. საქართველომ გააგზავნა ჯარები სამხრეთ ოსეთში და რუსეთის პასუხი თვით საქართველოში სამხედრო შემოჭრა იყო.

 

 

 

(რუსი მშვიდობისმყოფელები ესაუბრებიან ქართველ ჯარისკაცებს სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს, 2008 წლის კონფლიქტის დროს)

 


როდესაც ბრძოლები დასრულდა, რუსეთის ჯარმა უკან დაიწია, ოღონდ სამხრეთ ოსეთამდე, რომელსაც თავად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უყურებს.

 


2017 წელს კი მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გართულდეს, რადგან სამხრეთ ოსეთი გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთში შესვლასთან დაკავშირებით იმის შემდეგ, რაც მსგავსი რეფერენდუმი ანექსირებულ ყირიმში უკვე ჩატარდა.

 


კრემლი კი ამასთან დაკავშირებით მდუმარებას არჩევს, არც გამორიცხავს ამის შესაძლებლობას და არც მიესალმება. რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ტასს“-ი კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის სიტყვებს ციტირებს: „მე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს ჩვენი საქმე არ არის“.

 


მაგრამ მოსკოვიდან მდუმარე მხარდაჭერა ნათელია: 2016 წელს რუსეთის დუმამ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.

 


მაშინ როცა დაძაბულობა თანდათან იკრებს ძალებს, ორივემ - რუსეთმა და საქართველომ სამხედრო წვრთნები ჩაატარეს და ისინი ერთმანეთის წინაშე პოზირებენ საზღვრის გასწვრივ.

 


საქართველო მძიმე ბრძოლას აწარმოებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

 


„ძველი წარსული შესაძლოა ჯერ კიდევ არ გვაძლევს მოსვენებას ზოგიერთ ჩვენგანს“, - ამბობს ჯანკაუსკასი.

 


მერაბ მეკარიშვილი შიშობს, რომ მალე რუსები კვლავ ჩაკეტავენ მათ.

 


„ყველა დროს, როცა ჩვენ ველოდებით და შეშინებული ვართ, ისინი აფართოებენ თავიანთ ამ საზღვარს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი. უმჯობესია ამის მსგავი მდგომარეობა, ვიდრე ომი იყოს“.

 


თამარა ქორელი და მისი ოჯახიც იმ მუდმივი ტერორის ქვეშ ცხოვრობს, რომ ომი განახლდება.

 


„ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავი გადაგვიფრენს, ჩემი უმცროსი ვაჟი შვილიშვილი გაჰყვირის, „ბებო, დაქოქე მანქანა სწრაფად, რუსები მოდიან!“

 


„ჩვენ ვცხოვრობთ აქ შიშის ქვეშ, ჩვენ შეშინებულები ვართ და ნერვები დაწყვეტილი გვაქვს“, -ამბობს ის. „არავინ იცის რა მოხდება დღეს და ხვალ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი