დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, 88 წლის ასაკში, 19 მარტს გარდაიცვალა.
2017 წელს CNN-მა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ქართველთა ყოფას და პრობლემა დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობების ჭრილში განიხილა.
„ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო უარესი გახდა, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ“ - CNN-ის რეპორტაჟი „ოკუპაციის ხაზიდან“ - როცა შინ დაბრუნებული აღმოაჩენ, რომ შენი სახლი „სხვა ქვეყანაშია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.