გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა შეხვედრა გამართა ბაქოში და საიმედო სიგნალი მოვიდა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და დაამატა, რომ იმედი აქვთ, ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გარეჯთან დაკავშირებით არის ის, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი. იმედით ვუყურებთ, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, იმედიანი განწყობა პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე აქვს.
„პრემიერმა თქვა, რომ ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა და კონკრეტულ შედეგებს დაველოდებით“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა, განიხილეს დავით გარეჯის საკითხიც და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ორი ქვეყნის ძმობას და მეგობრობას შეეფერება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.