საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა და განიხილეს დავით გარეჯის საკითხიც და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ორი ქვეყნის ძმობას და მეგობრობას შეეფერება.
„მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი", განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ალიევი საქართველოში ვიზიტად მოიწვია და მისგან მიიღო დაპირება, რომ იგი თბილისს ესტუმრება.
„მოკლედ, ძალიან კარგი ტონალობით ვასრულებ დღევანდელ ვიზიტს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს და მის მთავრობას, ყველას ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში. მოგეხსენებათ, მრავალი წელი არ ყოფილა პრეზიდენტი საქართველოში ისე განვითარდა მოვლენები ბოლო წლებში და აქედან გამომდინარე, მისგან მივიღე ასევე დაპირება, რომ ის გვესტუმრება თბილისში და ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე აქტიურად თანამშრომლობას, მეტ საქმეს გავაკეთეთ ერთობლივად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.