GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა ათეულობით ირანული ვებგვერდი, რომელთაც ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებაში ედებათ. მათ შორისაა ირანის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „პრეს ტვ“ და „ალ-მასირაჰ ტვ“, რომელიც ირანის მხარდაჭერილი „ჰუტების“ მოძრაობის მიერ არის მართული.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაბლოკილია 33 ვებგვერდი, რომელიც ირანული ისლამური რადიოს და ტელევიზიის გაერთიანების მიერ არის მართული და კიდევ სამი სხვა ვებგვერდი, რომელიც ირანის მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან არის ასოცირებული, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.
დაბლოკილი ვებგვერდებიდან ზოგიერთი რამდენიმე საათში ახალი დომენის მისამართებით ისევ გამოჩნდა ონლაინ სივრცეში.
ამერიკის შეერთებული შტატების აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კლერიკალმა, მტკიცედ ანტიდასავლელმა ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.