ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი კლერიკალი, 60 წლის ებრაჰიმ რაისი ლიდერობს
19-06-2021, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - 18 ივნისს გამართულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი კლერიკალი და მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, 60 წლის სეიიდ ებრაჰიმ რაისი ლიდერობს. ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა კანდიდატებმა - მათ შორის ულტრაკონსერვატორებმა, მოჰსენ რეზაიმ და ამირჰოსეინ ღაზიზადე-ჰაშემიმ და რეფორმატორმა, აბდოლნასერ ჰემატიმ, დამარცხება აღიარეს და რაისს გამარჯვება მიულოცეს.

 


მიმავალმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, რომელმაც პოსტზე ყოფნის 2-ვადიანი პერიოდი ამოწურა, შაბათს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი შემცვლელი არჩეულია, მაგრამ მას გამარჯვებულის ვინაობა არ დაუსახელებია.

 


„ვულოცავ ხალხს თავის არჩევანს. ჩემი ოფიციალური მილოცვა მოგვიანებით გაკეთდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ მიიღო საკმარისი ხმები ამ არჩევნებზე და ვინ აირჩია დღეს ხალხმა“, თქვა რუჰანიმ.

 


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ხმების არასრული დათვლის მიხედვით, რაისიმ ხმების 62% მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგები შაბათს, მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული.

 


რაისი რუჰანის შეცვლის, რომელსაც კენჭისყრაში მესამედ მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რადგან 2 ერთმანეთის მიყოლებით ვადით - 4-4 წლით, უკვე არჩეული იყო ქვეყნის ლიდერად. იგი პრეზიდენტის პოსტს აგვისტოში დატოვებს.

 


ებრაჰიმ რაისიმ ჰასან რუჰანისთან, 2017 წელს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიდი მარცხი განიცადა, 2 წლის შემდეგ, 2019 წელს, მართლმსაჯულების ხელმძღვანელად დაინიშნა, მანამდე კი, მთელი თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი პროკურორად მსახურობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი