შს მინისტრის მოადგილე: აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან და დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია
01-10-2021, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან და დარწმუნებით და ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

 


„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

 

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, შესაბამისად, თუ იგი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა შსს-ს.

 


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს 3 ოქტომბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ და თუკი თავისუფლების მოედანზე 100 000 ადამიანი მივა მათი „დამმარცხებელი ძალა არ იქნება“ არ იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი