შოთა შალელაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი საკუთარი ნებით დატოვა, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას სთავაზობს
01-12-2021, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი, რომელმაც პარლამენტის წევრის მანდატი 2019 წლის სექტემბერში დატოვა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას სთავაზობს.

 

 

„ბატონო ბიძინა, მინდა, შემოგთავაზოთ ხედვა როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან.

 


გადავწყვიტე მომერთა თქვენთვის ღია წერილით, რადგან ქვეყანაში უკვე საკმაოდ რთული ვითარებაა და გამოსავალი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ, მე კი კრიზისიდან გამოსვლის ჩემეულ ხედვას გთავაზობთ:

 

 

1. მტკიცედ განაცხადეთ, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, მაგრამ კონსტიტუციაში შეიტანთ ცვლილებებს, რომ 2024 არჩევნები ჩატარდება სრული პროპორციული სისტემით, 2-3%-იანი ბარიერით.

 

 

2. სთხოვეთ ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს - გიორგი კვირიკაშვილს და გიორგი გახარიას, გადაიბარონ მთავრობისა და ქვეყნის ხელმძღვანელობა როტაციის პრინციპით და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობით. აგრეთვე, მათ ჩაატარონ შემდეგი არჩევნები აბსოლუტურად დემოკრატიულ და გამჭვირვალე პირობებში.

 


3. „გადაუვადეთ“ ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის მოხდის ვადა, ამის პრაქტიკა და პრეცედენტი არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში და მიეცით მას თავის დაცვის უფლება. იგივე სასამართლო, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს, სამართლიანადაც გაასამართლებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

 


ამით თქვენ საბოლოოდ ქვეყანას გამოიყვანთ არსებული კრიზისიდან და დაიმკვიდრებთ ერთ-ერთ გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსის, გამჭრიახი ადამიანის სახელს საქართველოს ისტორიაში.

 


არის ასეთი ებრაული სიბრძნე - „თუ ღმერთი გაგიწყრეთ, ღმერთი მოწყალეა, პატიება თხოვეთ და გაპატიებთ, მაგრამ თუ ხალხი გაგიწყრეთ, მაშინ გადაიხვეწეთ“. მე მჯერა, რომ გონივრული გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს, შეძლებთ ხალხის განწყობის შეცვალსაც“, - წერს შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი