დეპუტატი შოთა შალელაშვილი მანდატს ტოვებს და ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.
შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან“ სიით მომდევნო კანდიდატი ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.
ლევან მგალობლიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში 50-ე იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.