ნიკა გვარამია: ნინო გოგორიშვილს არა მხოლოდ სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის ლიცენზია, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს
29-12-2021, 21:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნინო გოგორიშვილს არა მხოლოდ სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის ლიცენზია, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ამით გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას ეხმაურება.

 

 

„ეს ვიდეო როდისაა ჩაწერილი, ინსულტამდე თუ ინსულტის მერე? ჯერ „თავი წაიქცია“ და სიმულაციამ რომ არ გაჭრა, ახლა მოწოდებებით მოგვმართავს.

 


მესამე პირის განცხადების გამო (სხვა საკითხია, რა ტყუილებშია გახლართული და რას ბოდავს), პაციენტს მკურნალობაზე უარს ვეუბნებიო, აცხადებს ექიმი, რომელიც აქამდე სააკაშვილის "რეაბილიტაციით" იყო დაკავებული. ახლა მაინც ხომ გასაგებია, რომ არავითარი რეაბილიტაცია ამ ანტიექიმის მეთვალყურეობით ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა?

 


ახლა ხომ ხედავს ყველა ამ სიტუაციის მთელ შემზარაობას? - ამის და ამაზე უარესების ხელშია გამოკეტილი სააკაშვილი და ესენი წყვეტენ მის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. შეგახსენებთ, ამ დეგრადირებულმა ადამიანმა სააკაშვილის გამოწერაზე და ფორმა ასზე ხელმოწერით ერთხელ უკვე სასიკვდილოდ გაიმეტა სააკაშვილი“, - აცხადებს გვარამია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი