გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკვე ყოფილმა მკურნალმა ექმიმმა, ნინო გოგორიშვილმა ვიდეო კომენტარი გაავრცელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
„მინდა, გავაკეთო მოკლე კომენტარი იმ ბრალდებებზე და მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში მუსირებს პრესაში. კონკრეტულად, პირველ რიგში ის, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მე მივიღე, როცა ვუყურებდი პირდაპირ ტრანსლაციას ნიკა გვარამიას ინტერვიუს სახით, როცა ის გამოვიდა ჰოსპიტლიდან და ტელემედიას მისცა თავისი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იყო მიღებული ჩემგან, მაგრამ ინტერპრეტირებული ისე, როგორც აწყობდა მას. ასე რომ, ეს ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი და მას შემდეგ, რაც გაიჟღერა ნიკას გვარამიას არხით და უშუალოდ ნიკა გვარამიასგან, მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ამ მომენტში უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემი პიროვნებისა და ჰოსპიტლის შესახებ“, - ამბობს ნინო გოგორიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.