რუსული საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები ყაზახეთში გასაფრენად ემზადებიან
07-01-2022, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ОДКБ-ს რუსული სამშვიდობო ძალების ძირითადი კონტინგენტი - საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები - მოსკოვის, ივანოვსკის და ულიანოვსკის ოლქების აეროდრომებიდან ყაზახეთში გასაფრენად ემზადება, იტყობინება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.



რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ОДКБ-ს რუსული სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფები, რომლებიც უკვე ყაზახეთში იმყოფებიან, უკვე თავიანთი ამოცანის შესრულებას შეუდგნენ და სამშვიდობო კონტინგენტის მთავარი ძალების მიღებას უზრუნველყოფენ.

 

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 6 იანვარს განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხეების დასაძლევად დახმარებისთვის ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა. „ОДКБ-ის პარტნიორებისთვის დახმარების მიმართვას დროულად და სათანადოდ მივიჩნევ“, - განაცხადა თოყაევმა, როგორც ამას Sputnik Казахстан-ი იუწყება.

 


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში - ОДКБ - შედიან: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

 

 

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს თოყაევმა შიდა აგრესია უწოდა. მისი თქმით, ტერორისტები იარაღით იკავებენ შენობებს, თავს ესხმიან სამხედრო სასწავლებლების კადეტებს და ახლა ბრძოლები ალმათიში ტერორისტულ ბანდებსა და საჰაერო-სადესანტო ჯარებს შორის მიმდინარეობს.

 

 

„ტერორისტული ბანდები არსებითად საერთაშორისოა. მათ სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და მათი თავდასხმა ყაზახეთზე შეიძლება განვიხილოთ და უნდა განვიხილოთ, როგორც აგრესიის აქტი“, - თქვა თოყაევმა, რომლის განცხადების ტრანსლირება სახელმწიფო ტელეარხ „ხაბარ 24“-ით გადაიცა.

 

 

მოქალაქეებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა შესაძლებელ ნაბიჯს დგამს ყაზახების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.

 

 

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არეულობების პერიოდში 26 „შეიარაღებული კრიმინალი იქნა ლიკვიდირებული“ და 18 უსაფრთოხების ოფიცერი მოკლული. 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, დაპატიმრებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 70 საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეიქმნა.

 


ყაზახეთში ინტერნეტი გათიშულია და ინფორმაცია ძირითადად სამთავრობო სტრუქტურების მიერ ვრცელდება.

 

 

პრეზიდენტ ყასიმ-ჯომართ თოყაევის მიერ 7 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციური წესრიგი ქვეყნის ყველა რეგიონში დიდწილად აღდგენილია“ და „მდგომარეობას ადგილობრივი ხელისუფლებები აკონტროლებენ“. პრეზიდენტის თქმით, ოპერაცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე „მებრძოლები სრულად არ იქნებიან განადგურებული“. 

 

 

ოთხშაბათს კი, 5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევის ნაცვლად თავად უხელმძღვანელებს.

 


ნაზარბაევმა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა, 2019 წელს, პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც განაგრძო. იგი ასევე მმართველი პარტიის „ნურ ოტანის“ თავმჯდომარეა და „ელბასის“ – „ერის მამის“ საპატიო ტიტულს ატარებს.

 

 

ახალი წლის დღეებში, საწვავზე ფასის გაძვირების გამო დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტი 5 იანვარს ყაზახეთის მთავარ ქალაქ ალმათიში მერიის ოფისში შეჭრით გაგრძელდა. პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაინც შეძლეს მერიის შენობაში შეღწევა.

 


ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 5 იანვარს ათასობით ადამიანი ისევ გამოვიდა ქუჩებში. 4 იანვარს, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და განაცხადა, რომ საწვავზე არსებული დაბალი ფასები აღდგებოდა.

 


ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელსაც 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრეზიდენტის რანგში, ნურსულთან ნაზარბაევი (მანამდე იგი ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის - ცეკას პირველი მდივანი იყო) მართავდა, ვიდრე 2019 წელს არ გადადგებოდა, პროტესტი იშვიათობაა.

 


ალმათის, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქის გარდა, დიდი დემონსტრაციები სხვა რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ალმათიში, დედაქალაქ ნურ-სულთანში და დასავლეთ პროვინცია მანგისტაუში. პრეზიდენტმა ასევე მთავრობის დათხოვნის განკარგულება გამოსცა. დროებითი მთავრობის ახალ მეთაურად პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალიხან სმაილოვი დაინიშნა.

 

 

4 იანვარს, ვიდეომიმართვისას, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროტესტანტების მიერ სამთავრობო ოფისებზე თავდასხმები „აბსოლუტურად არაკანონიერი“ იყო.

 


ყაზახეთში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებად თხევად გაზზე ფასების შეზღუდვის მოხსნამ სამომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვია. პრეზიდენტმა თოყაევმა 4 იანვარს, გვიან ღამით, „თვითერზე“ დაწერა, რომ „ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ საწვავზე დაბალი ფასი აღდგებოდა.

 

კომენტარები: 1503
#1503   Marilyn
      
References:


Neosurf casino reviews australia neosurf minimum deposit pokies
australia
დღეს, 12:29
#1502   Kurt
      
References:


New MiFinity casinos Australia MiFinity pokies sites Australia
დღეს, 11:37
#1501   Ivey
      
References:


MiFinity casino minimum deposit https://docs.monadical.com/R94ovFmySXab1BsoULYE7g
დღეს, 06:47
#1500   Lara
      
დღეს, 05:12
#1499   Bonita
      
References:


BPay vs PayID pokies https://shareshortcuts.com/
გუშინ, 22:28
#1498   Carlo
      
References:


Instant payid withdrawal pokies australia topsitenet.com
გუშინ, 11:59
#1497   Bobby
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid md.coredump.ch
გუშინ, 11:37
#1496   Keisha
      
References:


Highest paying payid pokies australia dok.kompot.si
გუშინ, 01:37
#1495   Susanna
      
References:


Highest paying payid pokies australia payid pokies australia
20 ოქტომბერი 2026 16:36
#1494   Susanne
      
References:


Mobile payid pokies australia real money pokies payid
20 ოქტომბერი 2026 16:04
#1493   Syreeta
      
References:


Instant bank transfer withdrawal casino australia
https://myspace.com/
20 ოქტომბერი 2026 09:25
#1492   Shona
      
References:


Small deposit neosurf casino australia undrtone.com
19 ოქტომბერი 2026 13:08
#1491   Patrick
      
References:


Bpay ios pokies http://www.fumankong1.cc
18 ოქტომბერი 2026 19:31
#1490   Melodee
      
References:


Google pay casino games https://molchanovonews.ru/user/foldhumor5/
17 ოქტომბერი 2026 05:47
#1489   Odessa
      
References:


New payid pokies australia commonwiki.space
14 ოქტომბერი 2026 09:03
#1488   Isabell
      
References:


VIP payid pokies australia desktop payid
pokies
14 ოქტომბერი 2026 06:45
#1487   Serena
      
14 ოქტომბერი 2026 01:23
#1486   Lonny
      
References:


Instant withdrawal casino Osko Osko casino no
deposit bonus
14 ოქტომბერი 2026 00:18
#1485   Luisa
      
References:


Neosurf casino reviews australia neosurf casino complaints australia
13 ოქტომბერი 2026 22:44
#1484   Roland
      
References:


Wire transfer casino welcome bonus Australia aussie casinos accepting bank
wire
12 ოქტომბერი 2026 00:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 76წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი