ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნურსულთან ნაზარბაევის ნაცვლად უშიშროების საბჭოს თავად უხელმძღვანელებს
05-01-2022, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევის ნაცვლად თავად უხელმძღვანელებს. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

 


ნაზარბაევმა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა, 2019 წელს, პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც განაგრძო. იგი ასევე მმართველი პარტიის „ნურ ოტანის“ თავმჯდომარეა და „ელბასის“ – „ერის მამის“ საპატიო ტიტულს ატარებს.

 

 

საწვავზე ფასის გაძვირების გამო დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტი ყაზახეთის მთავარ ქალაქ ალმათიში მერიის ოფისში შეჭრით გაგრძელდა. პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაინც შეძლეს მერიის შენობაში შეღწევა.

 


ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დღეს, ათასობით ადამიანი ისევ გამოვიდა ქუჩებში. სამშაბათს, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და განაცხადა, რომ საწვავზე არსებული დაბალი ფასები აღდგებოდა.

 


ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელსაც 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრეზიდენტის რანგში, ნურსულთან ნაზარბაევი (მანამდე იგი ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის - ცეკას პირველი მდივანი იყო) მართავდა, ვიდრე 2019 წელს არ გადადგებოდა, პროტესტი იშვიათობაა.

 


ალმათის, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქის გარდა, დიდი დემონსტრაციები სხვა რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ალმათიში, დედაქალაქ ნურ-სულთანში და დასავლეთ პროვინცია მანგისტაუში. პრეზიდენტმა ასევე მთავრობის დათხოვნის განკარგულება გამოსცა. დროებითი მთავრობის ახალ მეთაურად პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალიხან სმაილოვი დაინიშნა.

 

 

სამშაბათს, ვიდეომიმართვისას, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროტესტანტების მიერ სამთავრობო ოფისებზე თავდასხმები „აბსოლუტურად არაკანონიერი“ იყო.

 


ყაზახეთში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებად თხევად გაზზე ფასების შეზღუდვის მოხსნამ სამომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვია. პრეზიდენტმა თოყაევმა სამშაბათს, გვიან ღამით, „თვითერზე“ დაწერა, რომ „ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ საწვავზე დაბალი ფასი აღდგებოდა.

 

კომენტარები: 1
#1   amnaseo
      
Excellent article. I want to thank you for this informative read; I really appreciate sharing this great post. Keep up your work!
satta
6 იანვარი 2022 20:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი