ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის, მისაკ შირინიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მიგრაციისა და შობადობის კლების გამო შემცირდა
22-11-2022, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა, რასაც სკოლის დირექტორი მისაკ შირინიანი მიგრაციის მაღალი დონით და შობადობის კლებით ხსნის.

 


„ამჟამად სკოლაში 104 მოსწავლე ირიცხება. როგორც სხვაგან, აქაც მიგრაციას აქვს ადგილი, რეგიონში სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ადამიანები ოჯახებით მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ და საცხოვრებლად. ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, იკლო შობადობამ და ბუნებრივია, ეს სოფლების სკოლების კონტინგენტზეც აისახა. ბავრა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ანალოგიური მდგომარეობაა“, - განუცხადა მისაკ შირინიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად სკოლაში 13 უფროსი და 12 პრაქტიკოსი მასწავლებელი ასწავლის. 2022 წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე კი, ბავრის საჯარო სკოლის პედაგოგებიდან შვიდი იყო გასული.

 

 

„ნაწილმა მოიპოვა წარმატება, ნაწილმა ვერა. ჯერ კიდევ საკმაოდ გვყავს პრაქტიკოსი მასწავლებლები, რადგან გარკვეულ საგნებში კადრების დეფიციტია და რომ არა პრაქტიკოსი მასწავლებლები, შესაძლოა, პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ“, - უთხრა მისაკ შირინიანმა GUARDIAN.GE-ის.

 


მისაკ შირინიანმა ახალქალაქის რაიონის სოფელ გულიკამის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ერევნის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის პედ. ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო, რომლის დასრულების შემდეგაც მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა. 2010 წლიდან ბავრის საჯარო სკოლის დირექტორად, 2019 წლიდან კი, მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს, მანამდე ამავე სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. იგი დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობას არ აპირებს.

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილესთან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ჯულიეტა შირინიანთან ინტერვიუს კი, გაეცანით ამ ბმულზე.  

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
If any one of you is in need of a quick poster print, you would seriously love this printing center. If you place your orders by 1PM, you’ll get them within the day. https://www.digitekprinting.com/coroplast-signs this link to avail their services.
30 ნოემბერი 2022 00:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი