თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი იმართება, რომელსაც დისტანციურად თავად მსჯავრდებულიც ესწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს მესამედ მიმდინარეობს. ბოლო პროცესი 14 დეკემბერს გაიმართა.
14 დეკემბერს, დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ პროცესს დისტანციურად დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, უზრუნველეყო მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.
პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.