„საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესია, რომ ის იყოს ჯანმრთელი იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ ხუთი წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი მეგობრების ე.წ. ინტერსია, რომ იგი რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ ამით რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას.
მან უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტების მოწოდებეის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს კონსტიტუცია და სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
„იცით რა, მე ვერ ვისაუბრებ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების მაგივრად,მაგრამ მე არ მგონია, რომ გირგვლიანის ოჯახის წევრებს ასეთი მოწოდება რაიმე ს ეუბნებოდეს და მე არ მგონია, რომ ვალერი გელაშვილს ასეთი მოწოდება რაიმეს ეუბნებოდეს. ჩვენ კლინიკისგან პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან... ჩვენ ვნახეთ ამ დროის განმავლობაში, რომ ამბობდნენ წამებას, რაც იყო ტყული, ამბობდნენ რომ მოწამლეს, რაც იყო ტყუილი, თვითონ ადვოკატმა დილით თქვა, რომ მოწამლეს და საღამოს თქვა, რომ არ მოწამლესო, ანუ ამ საქმეში იმდენი ტყუილი არის, რომ რა თქმა უნდა, საჭირო არის, სასამართლომ ეს საკითხი განსაჯოს. ჩვენ რასაც ვხედავთ და გვესმის, არის, რომ ის არ ემორჩილება ექმიმებს, მისი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება - ექიმებს და სახელმწიფოს უნდა, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი ხუთი წელი იმ დანაშაულებებისთვის, რაც მას ჩადენილი აქვს, მას უნდა რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს იმისთვის, რომ იქნებ რამენაირად დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას. რაც შეეხება მოწოდებებს, მე მესმის საქართველოს კონსტიტუცია და მე მესმის სასამართლოს გადაწყვეტილება“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი იმართება, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში დისტანციურად თავად მსჯავრდებულიც ესწრებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთება მოინდომა, მოსამართლის უარი მიიღო და მისი კლინიკიდან ჩართვა გათიშა, რის შემდეგაც ხანმოკლე შესვენება გამოცხადდა.
სასამართლო პროცესზე შესვენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, მიხეილ სააკაშვილს თავად აღარ სურდა, რომ სხდომაზე ჩართულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს მესამედ მიმდინარეობს. ბოლო პროცესი 14 დეკემბერს გაიმართა.
14 დეკემბერს, დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ პროცესს დისტანციურად დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, უზრუნველეყო მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.
დღევანდელი პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.