საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, პროცესები ყოველდღიურად ჩანიშნულიყო, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროცესების ყოველდღიურად ჩანიშვნა შეუძლებელია.
„ერთი მოწმის დაკითხვას დღეს მთელი დღე მოვანდომეთ და სხვა საქმეები, რომლებიც დღეს დანიშნული მქონდა, გადავდე. ყოველ დღე დანიშვნა ფიზიკურად შეუძლებელია. შუამდგომლობის განხილვის მკაცრად განსაზღვრული ვადები არ არსებობს, არ ვართ აქ შეზღუდული და ისიც გასათვალისწინებელია, ეს მასალა და ამ რაოდენობის მოწმეები საჭიროებს რამდენიმე სხდომას“, – განაცხადა მოსამართლემ.
29 დეკემბერს სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით განახლდება.
ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვიკვლიე დიაგნოსტიკაში მეცნიერულ მეთოდებს ვიყენებდი. გადავამოწმე ჯერ სამედიცინო ისტორია, გავესაუბრე დედამისს, სამართლებრივ კრიტერიუმებს გადავხედე. ასევე „ვივამედის“ კლინიკაში ვიყავი და ფსიქიატრიული გასაუბრება შედგა მასთან. მე ჩავატარე ტესტები, როდესაც მის პიროვნებას ვაფასებდი.
ყველა ფაქტის შესახებ წავიკითხე დასკვნაში, რაც მომაწოდეს. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს მის წარსულსა თუ ბავშვობაზე. ასევე კარიერაზე. მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. კონკრეტულად, მისი აზროვნების უნარები არის ნელი. ახლა კი შეუსაბამო სახით ახდენს საკუთარი თავის წარდგენას. შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები. აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს, არის მოუვლელი. ფრჩხილები მოსაწესრიგებელია. ეს დემენციის სიმპტომებია. ის ავლენს სისუსტეს, სკამიდან ადგომა უჭირს და სიარულიც უჭირს. მან დაიკლო წონაშიც.
დიდი შანსია, დემენცია ტოქსიკურ ელემენტებთან იყოს კავშირში, როგორიც არის ნახშირწყალი. ეს რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს. ის უნდა იყოს გაყვანილი ციხიდან დასავლეთის შესაბამის კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში, ან ამერიკა ან ევროპა, რომ მოხდეს დეტოქსიკაცია ამ ტოქსიური ელემენტების“,- განაცხადა ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა.
ექსპერტ-ფსიქიატრი ფიქრობს, რომ ეს დიაგნოზი არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მორიგი პროცესი დღეს გიმართა, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში დისტანციურად თავად მსჯავრდებულიც ესწრებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთება მოინდომა, მოსამართლის უარი მიიღო და მისი კლინიკიდან ჩართვა გათიშა, რის შემდეგაც ხანმოკლე შესვენება გამოცხადდა.
სასამართლო პროცესზე შესვენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, მიხეილ სააკაშვილს თავად აღარ სურდა, რომ სხდომაზე ჩართულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს მესამედ მიმდინარეობდა. წინა პროცესი 14 დეკემბერს გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.