დონალდ ტრამპი: ამერიკა ჯოჯოხეთში მიექანება, მსოფლიო უკვე დაგვცინის ჩვენ
05-04-2023, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ნიუ იორკის სასამართლო სხდომიდან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა უამრავი მხარდამჭერის გარემოცვაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ დაიცვა ამერიკა მათგან, ვინც ქვეყნის განადგურებას ცდილობდა.

 


მან კიდევ ერთხელ უარყო რაიმე დანაშაულის ჩადენა და აღნიშნა, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დევნიდნენ და მათ შორის, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მისი იმპიჩმენტის მცდელობაც გაიხსენა.

 


შემდეგ მან 2022 წელს FBI-ის მიერ მისი მარ-ა-ლაგოს საცხოვრებელ სახლში რეიდი გაიხსენა, როცა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებლები მასთან სამთავრობო დოკუმენტების ძებნის მიზნით შევიდნენ.

 


დარბაზში მყოფმა მხარდამჭერებმა შეძახილებით გაამხნევეს ყოფილი პრეზიდენტი, როცა მან აღნიშნული რეიდი ახსენა.

 


„ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში მიექანება. ეს შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მსოფლიო უკვე დაგვცინის ჩვენ მრავალი სხვა მიზეზის გამო“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში სასამართლო სხდომის დროს 34 მუხლით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება არ აღიარა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 2016 წლის არჩევნების დროს ჩანაწერების ფალსიფიკაციაშია ბრალდებული, რითაც მან, პროკურატურის მტკიცებით, საზიანო ინფორმაცია დამალა.

 


პროკურორმა ასევე დაწვრილებით დაასახელა სხვა სავარაუდო მოსყიდვები პოტენციურად დამაზიანებელი ამბების ჩახშობის მიზნით, ერთი ეხებოდა კარისკაცს და მეორე „ფლეიბოის“ ყოფილ მოდელს.

 

 

ტრამპი ასევე ბრალდებულია ბიზნეს დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაში. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა 2016 წელს ინფორმაცია დაემალა ამომრჩევლებისთვის.

 


ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 31 მარტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, საქმე ეხება ყოფილი პორნოვარსკვლავის, სტორმი დანიელსისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდას.

 


მოსამართლე ხუან მერჩანმა ტრამპის მიმართ საჯარო კომენტარების შეზღუდვა არ დააწესა, მაგრამ ორივე მხარეს სთხოვა ყურადღება მიაქციონ თავიანთ გამონათქვამებს და რიტორიკას. 

 

 

შემდეგი სასამართლო სხდომა დეკემბერში გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თეთრი სახლის კვლავ დასაკავებლად მორიგ ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „პოლიტიკურ დევნას“ უწოდებს.

 

 

დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს, 2018 წლის მაისში, სამი ფრთხილი განცხადება გამოაქვეყნა „თვითერზე“ და დაადასტურა ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის - პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის - განცხადება, რომ ტრამპმა მის პირად ადვოკატს, მაიკლ კოენს 130 000 აშშ დოლარი მსახიობ სტეფანი კლიფორდისთვის (მისი სასცენო სახელია სტორმი დანიელსი) „გაჩუმების სანაცვლოდ“ მისცა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფული მისი წინასაარჩევნო კამპანიიდან არ ყოფილა გადახდილი. ტრამპის აღნიშნული განცხადება კი ეწინააღმდეგება მის წინა მტკიცებებს, რომ მან ფულის თაობაზე არაფერი იცოდა.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი