პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი ფრთხილი განცხადება გამოაქვეყნა „თვითერზე“ და დაადასტურა ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის - პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის - განცხადება, რომ ტრამპმა მის პირად ადვოკატს, მაიკლ კოენს 130 000 აშშ დოლარი მსახიობ სტეფანი კლიფორდისთვის (მისი სასცენო სახელია სტორმი დანიელსი) „გაჩუმების სანაცვლოდ“ მისცა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფული მისი წინასაარჩევნო კამპანიიდან არ ყოფილა გადახდილი. აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება კი ეწინააღმდეგება მის წინა მტკიცებებს, რომ მან ფულის თაობაზე არაფერი იცოდა.
„ბატონი კოენი, ადვოკატი, იღებდა ყოველთვიურ საზღაურს, არა კამპანიიდან, და მას კამპანიასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა... არამედ ორ მხარეს შორის დადებული კერძო კონტრაქტიდან, რომელიც ცნობილია, როგორც კონფიდენციალური შეთანხმება. ეს შეთანხმებები ძალიან გავრცელებულია ცნობილ და მდიდარ ადამიანებს შორის“, აღნიშნავს ტრამპი განცხადებაში და განაგრძობს:
„შეთანხმება გამოყენებული იყო იმისათვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მცდარი და გამომძალველობითი ბრალდებები, რაც მის (პორნოვარსკვალვის) მიერ იყო გაჟღერებული სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა ხელმოწერილი დეტალური წერილი, სადაც აღიარებული იყო, რომ სასიყვარულო ურთიერთობებს ადგილი არ ჰქონია. ფულს კამპანიიდან, ანდა კამპანიის შემოწირულობებიდან, არ უთამაშია როლი აღნიშნულ ტრანზაქციაში“.
საარჩევნო კამპანიის თანხების გამოყენება მკაცრი რეგულაციებით არის განსაზღვრული და მისი არამიზნობრივი ხარჯვა აშშ-ის ფედერალური კანონის დარღვევად ითვლება.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, ოთხშაბათ ღამით, ჯულიანიმ განაცხადა, რომ ტრამპმა ადვოკატ მაიკლ კოენის მეშვეობით 2016 წელს თანხა გადაუხადა დანიელს, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წელს ტრამპთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ჯულიანიმ დაასახელა ციფრიც, 135 000 აშშ დოლარი. დღემდე, სხვა გავრცელებული ცნობების თანახმად, 130 000 აშშ დოლარი სახელდებოდა.
ჯულიანიმ აღნიშნა, რომ თანხა საადვოკატო ფირმის მეშვეობით იქნა გადახდილი და შემდეგ ის ტრამპმა გაისტუმრა. „მან [ტრამპმა] ამ საქმის სპეციფიკა არ იცოდა, რამდენადაც მე ვიცი. მაგრამ მან ნამდვილად იცოდა საერთო შეთანხმება, რომ მაიკლი იზრუნებდა ამგვარ საკითხებზე, როგორც მე ვზრუნავ ასეთ რაღაცებზე ჩემს კლიენტებთან... მე არ ვაწუხებ მათ ყოველ მცირე წვრილმანზე, რაც საქმის მსვლელობისას გამოჩნდება ხოლმე. ესენი დაკავებული ხალხია“, განაცხადა ნიუ იორკის ყოფილმა მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.