GUARDIAN.GE - ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ კამალა ჰარისი, ხოლო საარჩევნო კამპანიის მენეჯერი თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ჯული ჩავეს როდრიგესი, „დემოკრატების“ დიდი ხნის განმავლობაში გვერდში მდგომი კადრი იქნება.
2020 არჩევნებში ბაიდენი 78 წლის ასაკაში, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდა. ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი პრაიმერის არჩევნებში დამარცხებულიყო და ამჯერადაც არ არის მოსალოდნელი ასეთი რამ მოხდეს, თუმცა ბაიდენს ბრძოლა მოუწევს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატთან, რომელიც არ არის გამორიცხული, ისევ თავისი ძველი მეტოქე, დონალდ ტრამპი იყოს, თუკი მას საერთოდ მიეცა კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეების აღძვრის გამო.
ტრამპმა უფრო ადრე გამოაცხადა თავისი ამბიციის შესახებ, კვლავ იბრძოლოს თეთრი სახლის დასაკავებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.