დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში სასამართლო სხდომის დროს 34 მუხლით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება არ აღიარა
05-04-2023, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში სასამართლო სხდომის დროს 34 მუხლით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება არ აღიარა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 2016 წლის არჩევნების დროს ჩანაწერების ფალსიფიკაციაშია ბრალდებული, რითაც მან, პროკურატურის მტკიცებით, საზიანო ინფორმაცია დამალა.

 


პროკურორმა ასევე დაწვრილებით დაასახელა სხვა სავარაუდო მოსყიდვები პოტენციურად დამაზიანებელი ამბების ჩახშობის მიზნით, ერთი ეხებოდა კარისკაცს და მეორე „ფლეიბოის“ ყოფილ მოდელს.

 

 

ტრამპი ასევე ბრალდებულია ბიზნეს დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაში. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა 2016 წელს ინფორმაცია დაემალა ამომრჩევლებისთვის.

 


ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 31 მარტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, საქმე ეხება ყოფილი პორნოვარსკვლავის, სტორმი დანიელსისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდას.

 


მოსამართლე ხუან მერჩანმა ტრამპის მიმართ საჯარო კომენტარების შეზღუდვა არ დააწესა, მაგრამ ორივე მხარეს სთხოვა ყურადღება მიაქციონ თავიანთ გამონათქვამებს და რიტორიკას. ტრამპი ნიუ იორკიდან ფლორიდაში, თავის სახლში დაბრუნდა და ამ წუთებში, მხარდამჭერების გარემოცვაში პრესკონფერენციას მართავს. მან თქვა, რომ მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ დაიცვა ამერიკა მათგან, ვინც ქვეყნის განადგურებას ცდილობდა. 

 

 

შემდეგი სასამართლო სხდომა დეკემბერში გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თეთრი სახლის კვლავ დასაკავებლად მორიგ ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „პოლიტიკურ დევნას“ უწოდებს.

 

 

დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს, 2018 წლის მაისში, სამი ფრთხილი განცხადება გამოაქვეყნა „თვითერზე“ და დაადასტურა ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის - პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის - განცხადება, რომ ტრამპმა მის პირად ადვოკატს, მაიკლ კოენს 130 000 აშშ დოლარი მსახიობ სტეფანი კლიფორდისთვის (მისი სასცენო სახელია სტორმი დანიელსი) „გაჩუმების სანაცვლოდ“ მისცა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფული მისი წინასაარჩევნო კამპანიიდან არ ყოფილა გადახდილი. ტრამპის აღნიშნული განცხადება კი ეწინააღმდეგება მის წინა მტკიცებებს, რომ მან ფულის თაობაზე არაფერი იცოდა.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

 

კომენტარები: 1
#1   maxx
      
I like your post page is very good, great information. Thanks for your information.
<a href="https://rtpbarong123.com/">Barong123</a>
5 აპრილი 2023 19:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი