GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მომავალ კვირას, აიოვას შტატში გამოაცხადებს იმის შესახებ, რომ 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და 7 ივნისს ვიდეორგოლსაც გამოაქვეყნებს, - იტყობინება ABC News-ი.
7 ივნისს პენსი 64 წლის ხდება და ვიდეო რგოლის გამოქვეყნება, თავისი დაბადების დღისთვის გადაწყვიტა.
პენსი, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და 2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლ ჰილზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო, ტრამპის წინააღმდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში ჩაერთვება.
თეთრი სახლის დასაკავებლად ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ „რესპუბლიკური პარტიიდან“ ერთ-ერთმა პირველმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, შემდეგ კი ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა.
მოგვიანებით, მეორე ვადით კენჭისყრაზე სურვილი მოქმედმა „დემოკრატმა“ პრეზიდენტმა, 80 წლის ჯოზეფ ბაიდენმა გამოხატა.
2020 არჩევნებში ბაიდენი 78 წლის ასაკში, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდა. ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი პრაიმერის არჩევნებში დამარცხებულიყო და ამჯერადაც არ არის მოსალოდნელი ასეთი რამ მოხდეს, თუმცა ბაიდენს ბრძოლა მოუწევს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატთან, რომელიც არ არის გამორიცხული, ისევ თავისი ძველი მეტოქე, დონალდ ტრამპი იყოს, თუკი მას საერთოდ მიეცა კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეების აღძვრის გამო.
დონალდ ტრამპმა 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.