ტრამპმა მის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ „პატარა რაკეტის კაცთან“ მოლაპარაკებების მცდელობით, იგი თავის დროს ტყუილუბრალოდ კარგავს
01-10-2017, 21:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის მცდელობით იგი თავის დროს ტყუილუბრალოდ კარგავს.

 


„შემოინახე შენი ენერგია რექს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გაკეთდეს!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ შეერთებულ შტატებს ფხენიანთან კომუნიკაციის ხაზი გააჩნდა.

 


რექს ტილერსონმა ამის შესახებ შაბათს გაამჟღავნა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას დიალოგის მცირე ინტერესი გააჩნდა.

 


ფხენიანი და ვაშინგტონი უკვე თვეებია, რაც ერთმანეთის მიმართ სიძულვილის რიტორიკაში არიან ჩართული.

 


ვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 3 სექტემბერს ფხენიანმა წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა.

 


კვირას ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა: „მე ვუთხარი რექს ტილერსონს, ჩვენს ჩინებულ სახელმწიფო მდივანს, რომ ის, პატარა რაკეტის კაცთან [იგულისხმება კიმ ჩენ ინი] მოლაპარაკებების მცდელობით მის დროს ტყუილად კარგავს“.

 


ტრამპმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რექს ტილერსონმა გაამჟღავნა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ფხენიანთან გარკვეული კომუნიკაციის არხები ჰქონდათ ღია, მიუხედავად ორივე ქვეყნის ლიდერებს შორის სიტყვების ომის ესკალაციისა.

 


შეკითხვაზე, გამოვიდა თუ არა ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებების მაგიდასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „ჩვენ ვცდილობთ, ასე რომ შევხედოთ“.

 


მიუხედავად ამის, მოგვიანებით მან აღიარა, რომ მცირე პროგრესია მიღწეული.

 


ტილერსონმა ამ თემებზე მისი ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, ვიზიტისას ისაუბრა, სადაც იგი პრეზიდენტ ქსი ძინპინგს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება.

 

 

რექს ტილერსონის ჩინეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ოფიციალურმა პეკინმა მის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ჩრდილოეთ კორეული კომპანიის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

კომენტარები: 181
#1   Gagi
      
America makes very clever strategy - Trump "Anger and furious" speech made good reasonable movement in the fragile region of Korean peninsula! Now THAAD and other defensive "supplies" located on South Korea, Japan, Philippines, and even Taiwan antimissile capabilities was straightened during the China's attempt to join with Russia for irritating Donald by "fatty Kim Chang Yun" . Russia had the hope to put the US in the bloody war against North Korea and make Seul destruction by stupid North Korean huge amount old artillery. China want to be take hegemony position in Asia, South Korea and Japan are quite effective competitor countries for China. "Old rusty gas station" - Russia also desperately want to keep out from Ukraine the attention of Americans. Russia desperately need to occupy south part of Ukraine -Mariupol and Odesa , where located big seaports and huge storage for importing grains of Ukraine . North part of crimea also need Russians for opening fresh water Dnepr river canal because Crimea have fresh water shortages and exhausted Crimean wells are getting salted... Russia has occupied Crimea (Ukraine), 20% of Georgia and industrial part of Moldova. Russians want to occupy more territories and make these areas destroyed as like any territory where they have military bases.
America has started straightening of defensive capabilities of American allies countries! China has very big enemy - 1,4 billion Chinese people! In case of sanctions hungry Chinese people will destroy own authority!
Just look t Venezuela where military force try to build socialism.... In case strong economical and political sanctions, China could fall in depression more quickly than oil reach and tropical small Venezuela.
1 ოქტომბერი 2017 19:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი