(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა თავდაცვის ხარჯების კანონზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტო დაძლია და ასეთი რამ მისი პრეზიდენტობისას პირველად მოხდა.
„რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებულმა სენატმა ახალ წელს გამართა სესია, რაც იშვიათი შემთხვევაა და წარმომადგენელთა პალატის მიერ კენჭისყრაზე გასული კანონის შესახებ დებატების შემდეგ „თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტს“ უყარა კენჭი და 81 ხმით 13-ის წინააღმდეგ კანონს მხარდაჭერა გამოუცხადა. კონგრესის ორივე პალატაში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების 2/3 იყო საჭირო.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების 2021 წლის ბიუჯეტი 740 მილიარდი აშშ დოლარით არის განსაზღვრული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.