„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავი ვიგრძენი თემში, როგორც ამ თემის წევრმა“ - თეა გიგიტაშვილის 13-წლიანი პედაგოგიური საქმიანობა აშკალის საჯარო სკოლაში
22-01-2022, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - თეა გიგიტაშვილმა აშკალის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა 2009 წელს დაიწყო. წალკის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელს იგი 13 წლის წინათ პირველად, ბორჯომის ხეობის გავლით, 7 წლის შვილთან ერთად ესტუმრა და თავიდან საკმაოდ უცნაურადაც კი მოეჩვენა მოტიტვლებული, ალპური ზონა, განსხვავებული სახლები და გარემო.

 

 

1-წლიანი მუშაობის შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა უკან დაბრუნება, მაგრამ აგვისტოში, მოსწავლეთა მშობლების სატელეფონო ზარებმა და თხოვნამ, რომ არ მიეტოვებინა სოფელი, გადააწყვეტინა, დარჩენილიყო და უკვე 13 წელია უწყვეტად ასწავლის აშკალის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ ეთნიკურად სომეხი ეროვნების მასწავლებლებსაც, რომელთა დიდმა ნაწილმა, ქართულ ენაში წარმატებული სერტიფიცირებისა და კრედიტების მიღების შედეგად, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი

 


როგორც თეა გიგიტაშვილი GUARDIAN.GE-ისთან საუბარში იხსენებს, მისი მუშაობის დაწყების პირველ წლებში, თბილისიდან აშკალამდე, ფარცხისის გავლით, 155-კმ.-იანი გზის გავლას ავტობუსი საკმაოდ დიდ დროს ანდომებდა, რადგან სოფლის გზები მოუწესრიგებელი იყო. განსაკუთრებით მძიმე მომენტი დგებოდა ზამთრის პერიოდში. ერთხელ ძლიერ თოვასა და ქარბუქში, მარტოს, 5 კილომეტრის გავლა მოუწია ფეხით.

 


„შემოგვაღამდა. სოფელთან ახლოს ვიყავით მოსული, მაგრამ ისეთი ქარბუქი და თოვლი იყო, რომ ავტობუსმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. არაფერი ჩანდა, შუქიც არ იყო და ასეთ წკვარამში, საშინელ ქარბუქში, ნადირიც კი რომ არ გაიშვება გარეთ, რის ვაი-ვაგლახით მივაღწიე სახლამდე“, - ყვება თეა და განაგრძობს:

 

 

„2009 წელს გამოცხადდა პროექტი - „კვალიფიციური მასწავლებლები არაქართულენოვან სკოლებში“ და ასე მოვხვდი აქ. წამოვედი ბორჯომის ხეობიდან რაც უფრო მაღლა ავდიოდით გზაზე, მით უფრო პატარავდებოდნენ და შემდეგ კი ქრებოდნენ ხეები და იწყებოდა ტრიალი მინდორი, დაუსახლებელი ადგილები, გზაში არავინ გვხვდებოდა. ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, ბუნებაც... მეგონა, რომ უცხო ქვეყანაში ვმოგზაურობდი...

 

 

„ჩამოვედი ჩემს 7 წლის შვილთან ერთად. ვიფიქრე, ქართულ სკოლაში ივლიდა, მაგრამ აქედან ქართული სკოლა საკმაოდ შორ მანძილზეა და ამიტომ მოუწია სომხურენოვან სკოლაში სწავლის გაგრძელება, მეორე კლასში. 2 თვე იარა აქ, სხვათა შორის ჩემზე კარგად იცის ბევრი სომხური სიტყვა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველა საგნის სომხურ ენაზე სწავლა გაუჭირდებოდა და უკან წავიყვანე დედაჩემთან.

 

 

„ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, საშინელი სტრესი იყო შვილთან განშორება. ასევე რთული იყო ასეთ მკაცრ კლიმატთან შეგუება. არ ვიცოდი ენა, ერთი-ორი ადამიანი თუ იყო, ვისაც ქართულ ენაზე შეეძლო კონტაქტი. ერთადერთი ქართველი ვიყავი აქ... უცხო გარემო, უცხო წესები ძნელად შესაგუებელი აღმოჩნდა ჩემთვის თავიდან. თავდაპირველად თბილისში თვეში ერთხელ ჩავდიოდი, გზა გრუნტოვანი იყო და დიდხანს უნდებოდა ავტობუსი გადაადგილებას...

 

 

„პირველი ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლეებთან ურთიერთობა იყო. ბავშვებმა შექმნეს ჩემთვის ახალი სამყარო, ახალი ოჯახი. თითოეულ კლასში, სადაც შევდიოდი, ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას, სიყვარულს, სხვათაშორის კოლექტივის დიდ მხარდაჭერასაც. პირველ წლებში, ცივი ზამთრის გამო, სულ ავად ვხდებოდი. თუკი რამე პრობლემა მქონდა, ყველაფერში გვერდით მედგნენ, მათ გადამატანინეს დაბრკოლებები.

 


„28 წლის ვიყავი, როცა აქ დავიწყე მუშაობა, და ამ დრომდე, ბუნებრივია, არაერთი სირთულე შემხვედრია, მაგრამ მთავარია, რომ მიყვარს ჩემი პროფესია, ეს სკოლა, ჩემი კოლეგები, მთელი სოფელი, რომელმაც დიდი სითბოთი მიმიღო. ზოგადად, აქაური ხალხი დიდი სიკეთით გამოირჩევა“, - აცხადებს თეა გიგიტაშვილი და მისი აშკალაში ჩასვლის პირველი წლებისა და ახლანდელი მდგომარეობის შედარებისას ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის შეცვლილი სურათი, როგორც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების, ისე მათი ქართულ სახელმწიფოში ინტეგრირების მხრივ.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი

 


აშკალის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ამბობს, რომ ბოლო წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისში განაგრძობს სწავლას, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს უბრუნდებიან და საჯარო სექტორში იწყებენ მუშაობას.

 

 

„მაშინ ქართული კვირაში 3 საათი ისწავლებოდა და სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ, წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გაუმჯობესებული, მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო. შემდგომ საათების რაოდენობა გაიზარდა და 5 საათი გახდა, რაც მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე შესაბამისად აისახა.

 


„საათების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, დადებითი ტენდენცია გახლდათ ისიც, რომ მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკებში წასვლის საშუალება მიეცათ. ისინი იქ ქართველ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან ერთად ქართულ ენაზე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. ამან მათ ქართულ გარემოში უფრო მეტად ინტეგრაციას შეუწყო ხელი. ამას ემატებოდა ექსკურსიებზე სიარული, კონფერენციებში მონაწილეობა, რაც ამ ეტაპზე პანდემიის გამო შეჩერებულია ან ონლაინ სივრცეშია გადანაცვლებული, ეს კი, ნაკლებად სახალისო და საინტერესოა მოზარდებისთვის. ამასთან, ქართულ გარემოსთან ინტეგრირების მხრივ ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა სოფლებში ასფალტიანი გზის შემოყვანამ. მართალია, ჩვენს სოფელში ჯერ არ არის ასფალტი დაგებული, მაგრამ რამდენიმე კილომეტრიღა გვაცილებს კარგ გზამდე და აქაც ალბათ მალე დაიგება. კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი აუცილებელი რამაა ადამიანებისთვის.

 


„ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ ბავშვები სასკოლო ოლიმპიადებში, სხვადასხვა თამაშებსა და კონკურსებში მონაწილეობდნენ, საზაფხულო დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს არც ერთი მოსწავლე არ აცდენდა. ზაფხულში ასევე ლაშქრობებზე დამყავდა ბავშვები. შედარებისთვის, თუკი ჩემი აქ ჩამოსვლის პირველ წელს ოლიმპიადაში ჩემმა ე.წ. წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს 2 და 3 ქულა, 40 ქულიდან, შარშან და შარშანწინ უკვე 40-იდან 33, 35 და 38 ქულა მიიღეს. გარდა ამისა, თუკი პირველ წელს მე-11 დამამთავრებელი კლასის 12 მოსწავლიდან მხოლოდ ორმა ჩააბარა თბილისში, მეორე წელს სამმა, ახლა პროცენტულად რომ ავიღოთ, 99% მიდის თბილისში სასწავლებლად, ერევანში თითქმის აღარავინ, შეიძლება მხოლოდ 1 ან 2 წავიდეს. არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც არ განაგრძობს სწავლას და ადგილზე რჩება.

 


„ჩემი 4 ყოფილი მოსწავლე უკვე ჩემი კოლეგაა. მათ წარმატებით დაამთავრეს თბილისში უნივერსიტეტი, სამმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და დღეს მათთან ერთად ვასწავლი. ვამაყობ ამით და უფრო მიმძაფრდება იმის განცდა, რომ სწორედ აქ ვარ უფრო მეტად საჭირო, ვიდრე სხვაგან. სტატუსით წამყვანი მასწავლებელი ვარ, არაერთი ვაკანსია იყო გამოცხადებული თბილისში 2019 წელს, როდესაც საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ და შესაბამისად, ბევრი ადგილი გამოთავისუფლდა სკოლებში და ვფიქრობ, არ გამიჭირდებოდა ახალი სამსახურის მოძებნა, მაგრამ არც ერთ ვაკანსიაზე არ გამიკეთებია განაცხადი, რადგან მჯერა, რომ აქ უფრო საჭირო ვარ და აქ უფრო სასარგებლო საქმეს ვაკეთებ“, - მიიჩნევს თეა გიგიტაშვილი და განაგრძობს:

 

 

„როგორც უკვე გითხარით, ბავშვებმა დაიწყეს ბანაკში სიარული, დადიოდნენ ანაკლიის ბანაკში და სხვაგან. ამასთან, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ისინი დაგვყავდა წაღვერში, ბაკურიანში. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ნახტომი, დიდი წარმატება იყო „4+1“ პროგრამის შექმნა, პირველი წელი მოსამზადებელი კურსია ეთნიკური სომხების და ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, ქართული ენის კურსს გადიან უნივერსიტეტებში, თბილისში და შემდეგ ირჩევენ პროფესიას. ამასთან, ისინი ამ ერთ წელიწადში ადაპტირებას ახდენენ ქართულ გარემოსთან. ვფიქრობ, ამან დიდად შეუწყო ხელი მათ ინტეგრირებას ქართულ სახელმწიფოში. ვინც თბილისში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, დღეს ყველანი მუშაობენ, ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან.

 


„ასევე, დიდი როლი შეასრულა eSchool-ის ბაზაზე გადასვლამ. პრაქტიკაში იყენებენ ენას. მანამდე მასწავლებლები, რომელთაც სამსახურის დაწყება უნდოდათ, განცხადებებსაც კი სომხურ ენაზე წერდნენ, მგონი მე დავწერე პირველად ქართულად განცხადება. თავიდან რაც ძალიან მაოცებდა, დღეს უკვე ძალიან შეცვლილია. სკოლის დოკუმენტაციის გადაყვანა ქართულ ენაზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოქცევა იყო ძალიან დიდი მიღწევა განათლების სფეროში“, - აღნიშნავს თეა გიგიტაშვილი.

 

 


იგი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება თავისი კოლეგებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესს და საკმაოდ დიდი დრო აქვს დათმობილი იმისათვის, რომ ეთნიკურად სომეხი ეროვნების მასწავლებლებმა საქართველოს სახელმწიფო ენა კარგად შეისწავლონ.

 

 

„როდესაც აქ ჩამოვედი, კოლექტივი შედგებოდა იმ პედაგოგებისგან, რომელთაც უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული ჰქონდათ ან სომხეთში, ან რუსეთში და მათ ქართული ენა მხოლოდ ანბანის დონეზეღა თუ იცოდნენ, რადგან საბჭოთა პერიოდში ქართულის გაკვეთილები სომხურენოვან სკოლებში კვირაში მხოლოდ ერთხელ ტარდებოდა. მე ამ მასწავლებლებთან ინტენსიურად ვიმუშავე და მათგან ზოგიერთმა B1 დონეზე მოახერხა ენის შესწავლა, მაგრამ საპენსიო ჯილდოს ამოქმედების შემდეგ, 2019 წელს, სკოლიდან 11 მასწავლებელი წავიდა და უმრავლესობა ისინი, ვისაც ასე თუ ისე შევასწავლე ქართული და ახალი ნაკადის მიღების შემდეგ, ხელახლა მომიწია მასწავლებლების მომზადება. ქართული ენის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შარშან 5 პედაგოგი უფროსი მასწავლებელი გახდა და მათ ახლახან ინგლისური ენის მასწავლებელი, ჩემი ყოფილი მოსწავლე დაემატა, რადგან ენის კურსის გავლით მათ კრედიტები მიიღეს. თავიდან სურვილისამებრ იყო, ახლა ყველა საგნის მასწავლებელს ევალება ქართული ენის კურსის გავლა. წელს მხოლოდ ერთი ჯგუფი მყავს - B1 დონე“, - ამბობს თეა გიგიტაშვილი და სკოლის პედკოლექტივისა და დირექციის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

 

 


„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პედაგოგებს შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, თავად დირექტორი, ბატონი ვაჟა ზურნაჩიანი, ბრწყინვალე ადამიანია, ყოველთვის მასწავლებლის და მოსწავლის ინტერესებიდან გამოდის. თავადაც წლების განმავლობაში ფიზიკის მასწავლებელი იყო და დირექტორობამდე სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი გახლდათ. ძალიან კარგად ერკვევა სკოლის პრობლემატიკაში.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 

 

არაერთხელ მამა-შვილურად მოუცია რჩევა-დარიგება როგორც ჩემთვის, ისე სხვა ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისთვის. საკუთარი შვილივით გესაუბრება და გიხსნის. მის მიმართ ყველას ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, ეს კი სკოლის მუშაობაში წარმატების მისაღწევად, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია“, - ამბობს თეა გიგიტაშვილი, რომელიც GUARDIAN.GE-ისთან საგანმანათლებლო სექტორში არსებულ ვითარებას აფასებს და მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტი, რომლის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი ერთმანეთთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, „ჯი-პრაიდის“ (G-PriEd) პროექტი იყო.

 

 

 

„არაერთ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა და არაერთ ტრენინგს დავსწრებივართ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველაზე ეფექტიანი ჩვენთვის „ჯი-პრაიდის“ (G-PriEd) პროგრამა იყო - დაწყებითი განათლების პროექტი. იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც უკვე ქართულს ფლობდნენ, ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა. ძირითადი აქცენტი ქართულ ენასა და მათემატიკაზე იყო გაკეთებული. ამ პროექტში ჩართული იყვნენ როგორც არაქართულენოვანი, ისე ქართული საჯარო სკოლებიც. გვაცნობდნენ ისეთ აქტივობებს, მეთოდებს, რომელიც შეგვეძლო, რომ პირდაპირ კლასში დაგვენერგა, ჩემთვისაც საკმაოდ დიდი გამოცდილების მიღების საშუალება იყო - სქემების გამოყენება, ასოციაციური რუკების შედგენა, გაკვეთილების დაგეგმვა, გეგმის მიხედვით გაკვეთილების ჩატარება. ყველასთვის ახალი იყო, მათთვისაც კი, ვისაც პედაგოგიური ინსტიტუტები ჰქონდათ დამთავრებული.

 

 

„ყველაფრის კლასში დანერგვა ბუნებრივია, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენთვის, როგორც მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის, გაცილებით ადვილი იყო ამის განხორციელება, ვიდრე დიდი სკოლებისთვის. განსაკუთრებით კარგად იყო შედგენილი რესურსები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები. ძალიან ცუდია, რომ ეს პროგრამა გაუქმდა. ასეთი რესურსი და ასეთი საშუალება არც ერთ ტრენინგზე არ მიგვიღია. ეს პროექტი კონკრეტულად კლასებზე იყო მორგებული, რასაც პრაქტიკაში ვიყენებდით“, - ამბობს თეა გიგიტაშვილი, რომელიც აშკალის საჯარო სკოლაში 13-წლიანი მუშაობის შემდეგ მიიჩნევს, რომ მისი უპირველესი მისია, შეესწავლებინა ქართული ენა ეთნიკურად სომეხი ბავშვებისთვის და ხელი შეეწყო მათი საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, გარკვეულწილად შესრულებულია, თუმცა აშკალიდან წასვლას არ ჩქარობს.

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავი ვიგრძენი თემში, როგორც ამ თემის წევრმა. ჩემი ახლობლები მეუბნებიან, რომ დროა უკევ წამოხვიდეო, რატომღაც ვერ ვხედავ ჩემს თავს სხვაგან, ჯერჯერობით ასეა. 28 წლის წამოვედი აქ და ახლა უკვე 41-ის ვარ. როგორც უკვე გითხარით, სხვა სკოლებში უამრავი ვაკანსია ცხადდებოდა, თბილისში და სხვაგანაც, დამიჯერეთ, არასოდეს არ შემივსია არც ერთი ვაკანსია, რადგან არ გამჩენია აქედან წასვლის სურვილი“, - ამბობს თეა გიგიტაშვილი და თავისი ყოფითი ისტორიების გახსენებისას მადლიერებას გამოხატავს მისი მოსწავლეებისა თუ ყოფილი მოსწავლეების მიმართ.

 


„როცა მანქანა გამფუჭებია, ან თოვლში ჩავვარდნილვარ, როგორც კი დამირეკავს ყოფილი მოსწავლეებისთვის ან მე-12 კლასელებისთვის, ბიჭებისთვის, ყოველთვის უყოყმანოდ დამხმარებიან... მე რომ მე-12 კლასელების სიტყვები წაგაკითხოთ, ბოლო ზარზე როგორ მემშვიდობებიან, გაოცდებით. იმდენად გულწრფელად წერენ, არასტანდარტულად, უშუალოდ...

 

 

„ახლა აქ საშინელი ყინვებია -18 გრადუსია, და სახლის ჭიშკარს ვერ ვაღებ, თუმცა ყოველ დილით სახლიდან გასვლისას ჩემი ყოფილი მოსწავლე, 2 შვილის მამა მოდის და ის მიღებს კარს, უკან დაბრუნებისასაც იგივეს აკეთებს. არ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო... მთელი სოფელი გვერდით მიდგას, მთელმა სოფელმა იცის ჩემი ტელეფონის ნომერი...

 

 

 

 

თეა გიგიტაშვილი აშკალის საჯარო სკოლაში მუშაობის პარალელურად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. მან უკვე დაასრულა სადოქტორო პროგრამაზე სწავლა და ახლა დისერტაციის დასაცავად ემზადება. იგი, როგორც მოწვეული ლექტორი, უნივერსიტეტში კვირაში ერთხელ ლექციებს კითხულობს და სემინარებს ატარებს. შეკითხვაზე, სად წარმოუდგენია მისი თავი 10 წლის შემდეგ, ღიმილით პასუხობს: „სულ მცირე 5 წელი აქედან [აშკალიდან] წასვლას არ ვაპირებ. შემდეგ ვნახოთ...“

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე დაბლა: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის მე-11 კლასში გაკვეთილის მიმდინარეობა: თეა გიგიტაშვილი - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

 











 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე დაბლა: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის მე-5 კლასში გაკვეთილის მიმდინარეობა: გოჰარ ჟამკოციან - ხელოვნების მასწავლებელი და ლუსინე ტერბალიან - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

 

 








 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე დაბლა: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი

 













 

 

 

 

 

 

კომენტარები: 350
#150   Emile
      
non stimulant fat burners that work

References:
https://menwiki.men/wiki/Welches_Testosteron_gibt_es_in_der_Apotheke
26 იანვარი 2026 10:47
#149   Sang
      
References:


Uk online casino

References:
https://baby-newlife.ru/
25 იანვარი 2026 14:02
#148   Shana
      
25 იანვარი 2026 09:22
#147   Carlota
      
References:


Mackie onyx blackjack

References:
numberfields.asu.edu
24 იანვარი 2026 22:33
#146   Albertha
      
natural steroids to build muscle

References:
https://doc.adminforge.de/
22 იანვარი 2026 21:18
#145   Lola
      
best muscle mass supplements 2015

References:
bookmarkfeeds.stream
22 იანვარი 2026 20:38
#144   Terri
      
best test steroid

References:
http://toxicdolls.com
22 იანვარი 2026 13:49
#143   Riley
      
%random_anchor_text%

References:
historydb.date
22 იანვარი 2026 10:27
#142   Courtney
      
is clear muscle safe

References:
graph.org
22 იანვარი 2026 07:40
#141   Selena
      
%random_anchor_text%

References:
bookmarking.stream
22 იანვარი 2026 00:28
#140   Nila
      
References:


Anavar before after meal

References:
https://test.najaed.com/user/burstbeauty1
20 იანვარი 2026 16:49
#139   Dawn
      
References:


Should you take anavar before or after workout

References:
linkvault.win
20 იანვარი 2026 15:21
#138   India
      
References:


Anavar cycle before and after pictures

References:
https://dreevoo.com
20 იანვარი 2026 12:13
#137   Sherlyn
      
References:


Prestige casino

References:
peatix.com
16 იანვარი 2026 22:00
#136   Cary
      
References:


Anavar female cycle before and after

References:
https://caspersen-duggan-3.federatedjournals.com
9 იანვარი 2026 20:57
#135   Hattie
      
9 იანვარი 2026 12:25
#134   Margie
      
Die beste Online Casinos Deutschland bieten dabei nicht nur spannende Online Glücksspiele, sondern auch hohe Sicherheitsstandards und fairen Spielerschutz.

Dadurch gewährleistet ein reguliertes und seriöses Online Casino Deutschland einen sicheren und verantwortungsbewussten Spielbetrieb gemäß
den deutschen Vorschriften. Dieser Prozess ist Teil der Voraussetzungen für den Erhalt einer deutschen Lizenz.
Als Spieler können Sie die Whitelist der seriösen Online Casinos mit deutschen Lizenzen ganz einfach von der Website der Gemeinsamen Glücksspielbehörde der Länder herunterladen. Die Mobile Casino-Erfahrung ermöglicht es Spielern, auf ihren Smartphones oder
Tablets Online-Glücksspiele zu spielen und ihre Gewinnchancen zu nutzen. Mobile Casinos und
Casino-Apps haben eine immense Bedeutung für deutsche
Spieler, da sie eine bequeme Möglichkeit bieten, bevorzugte Casino Spiele unterwegs zu genießen. Hier geben wir
Ihnen einen Überblick über viele verschiedenen Slot Spiele in deutschen Online Casinos.

„Novoline.de ist eine der besten Anlaufstellen auf dem deutschen Markt und bietet ein Premium-Erlebnis
an. Abseits davon überzeugt das Casino natürlich mit der
deutschen Glücksspiel-Lizenz oder dem facettenreichen Portfolio an Spielen. Außerdem
gehören Novoline, Wunderino und Lapalingo zu den besten deutschen Anbietern. Der Anbieter überzeugt im deutschen Vergleich mit dem stärksten Gesamtpaket, das für
jeden Spielertypen geeignet ist. Das macht mir persönlich in deutschen Online Casinos am meisten Spaß.


References:
esijjohu.s3.amazonaws.com
7 იანვარი 2026 12:22
#133   Chanda
      
Wir zeigen wir, welches der beste No Deposit Bonus für deutsche Spieler ist und wie du ohne Einzahlung im Casino spielen kannst.
Die zweite Möglichkeit für einen Bonus ohne Einzahlung sind Freispiele, wobei es auch hier Umsatzbedingungen gibt.
Mit einem Bonus ohne Einzahlung können Sie in der Regel eine Vielzahl von Spielen spielen, die das Online-Casino anbietet.
Es ist eine Möglichkeit für Spieler, das Casino zu erkunden und Spiele zu spielen, ohne ihr
eigenes Geld zu riskieren.
Damit das Geld nicht einfach direkt ohne zu spielen ausgezahlt wird, sind Umsatzbedingungen üblich.
Um in Erfahrung zu bringen, ob der angebotene 5 Euro No Deposit Bonus wirklich für dich geeignet ist, schau dir außerdem die Bonusbedingungen an. Wenn du
einen 5 Euro Bonus ohne Einzahlung im Echtgeld Casino erhalten kannst, handelt es sich in den meisten Fällen um ein Begrüßungsangebot.



References:
ahiknuro.s3.amazonaws.com
7 იანვარი 2026 11:59
#132   Dario
      
Ein Willkommensbonus kann locken, länger zu spielen, als es deinem Alltag entspricht.
Deshalb bieten wir unseren Casino-Spielern Zugang zu einer großen Auswahl
an Tischspielen, darunter Roulette, Baccarat, Poker und Blackjack.
Ja, das NV Casino bietet eine mobile App, mit der
Sie direkt auf Ihrem Smartphone oder Tablet spielen können.
Zusätzlich zum Bargeldbonus erhalten Neulinge garantiert Freispiele an Spielautomaten und Punkte für Echtgeldeinsätze.

Die Spielauswahl mit mehr als 5000 Titeln von 50 Entwicklern übertrifft
viele etablierte Konkurrenten. Die Umsatzbedingungen liegen bei
40-fachem Umsatz des Bonus und 30-fachem Umsatz der Freispielgewinne – durchschnittliche Werte in der Branche.
Das VIP-Programm des NV Casinos ist schwerpunktmäßig auf Einzahlungsboni, Reloads
und Cashback ausgerichtet. Die Antwortzeiten sind während der Geschäftszeiten in der
Regel zufriedenstellend, allerdings könnte eine 24/7-Erreichbarkeit
das Serviceangebot deutlich verbessern.

References:
s3.amazonaws.com
6 იანვარი 2026 03:54
#131   Felisha
      
https://images.google.as/url?q=https://case.edu/cgi-bin/newsline.pl?URL=https://
blackcoin.co/the-best-high-roller-lounges-in-australia/


http://157.230.187.16:8083/home.php?mod=space&uid=587080


https://bom.so/G1vaxj


http://soumoli.com/home.php?mod=space&uid=1125185


https://ai-db.science/wiki/Privacy_Policy


https://firsturl.de/mrx2Xbv


https://maps.google.fr/url?q=https://vacuum24.ru/user/profile/468088


https://postheaven.net/inputnews55/best-real-money-online-casinos-top-usa-casino
-sites-in-2025


http://x.kongminghu.com/home.php?mod=space&uid=98854


https://www.glassyun58.com/home.php?mod=space&uid=994882


https://whisperduneshoa.com/members/formcurler39/activity/64043/


https://pads.jeito.nl/s/TXF9Pe7GD


https://www.glassyun58.com/home.php?mod=space&uid=994880


https://blogfreely.net/chinwound02/secure-and-easy-deposits


https://www.secondhandbazaar.in/user/profile/1706275


https://peatix.com/user/28501300


https://jiang-bjerring.thoughtlanes.net/30-australian-best-real-money-online-cas
inos-for-november-2025


https://bookmarkingworld.review/story.php?title=10-best-online-casinos-for-real-
money-november-2025


http://bbs.sdhuifa.com/home.php?mod=space&uid=995636


https://eskisehiruroloji.com/sss/index.php?qa=user&qa_1=gamelake35


http://www.1gmoli.com/home.php?mod=space&uid=224717

References:
https://www.google.ps/url?q=https://urlscan.io/result/019af589-0947-711c-a2cd-60
4c9590bd7c/
8 დეკემბერი 2025 12:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი