პაატა ბურჭულაძე: მთელ მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ
13-08-2015, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართველებს რუს ხალხზე უფრო ახლობელი ერი არ ჰყავთ, დაწყებული რწმენით და დამთავრებული მენტალობით", - ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს რუსული გამოცემა "იზვესტია" ცნობილ ქართველ ბანთან პაატა ბურჭულაძესთან.


"პაატა ბურჭულაძე იმის შესახებ, რატომ თვლის თავს საბჭოთა ადამიანად", - იუწყება ინტერვიუს შესავალი.

 
"როგორ შემიძლია, მე თავს არ ვთვლიდე საბჭოთა ადამიანად, თუკი მე გავიზარდე სსრ კავშირში? მე ძალიან ბევრი მეგობარი დამრჩა რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, როგორ დავივიწყო ისინი? ჩვენ ერთნაირად აღვიზარდეთ, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ვთვლი, რომ გაგვიმართლა, რომ ერთ დიდ ქვეყანაში გავიზარდეთ, სადაც ბევრი კარგი რამ ხდებოდა. ნახევარი სიტყვითაც ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილიშვილები ერთმანეთისთვის უცხოელები იქნებიან. ეს ძალიან მადარდებს", - ამბობს ქართველი ბანი "იზვესტიასთან" ინტერვიუში, ხოლო რეპლიკაზე: "რუსებს უყვართ ქართველი ვარსკვლავები, დაწყებული ზურაბ სოტკილავათი და დამთავრებული კახა ცისკარიძით", პაატა ბურჭულაძე პასუხობს:


"ქართველებსაც არავინ ჰყავთ უფრო ახლობელი ერი, ვიდრე რუსეთია. დაწყებული რწმენითა და დასრულებული მენტალობით", ხოლო ინტერვიუს მსვლეობისას ამბობს:


"მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებულად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან - ევგენი ივანოვთან. მთელს მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ", - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 

პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს სრული, რუსულენოვანი ვარიანტი იხილეთ ბმულზე: http://izvestia.ru/news/519688 

კომენტარები: 223
#3   ნათელა
      
დარწმუნებული ვარ, ბ-ნი პაატა ამაყობს არა მხოლოდ ქართველობით, არამედ იმითაც, რა რეალობაშიც ჩამოყალიბდა შემოქმედად და უპირველეს ყოვლისა ადამიანად!
15 აგვისტო 2015 03:01
#2   დიანა
      
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, ხალხნო!!! ბ-ნ პაატას არ უთქვამს - "რუსობით" ვამაყობო! და, მასზე დიდი ქართველი რომელი ბრძანდებით, ძალიან მაინტერესებს? ბ-ნი პაატა ვოკალის რუსულ სკოლას გულისმობს, პატივს სცემს და თავს მიიჩნევს მის წარმომადგენლად, როგორც საბჭოთა პერიოდში გaზრდილი ადამიანი, ვოკალის სხვა სკოლას ვერც გაივლიდა და, შალიაპინის ქვეყანას, შალიაპინის სკოლას მიიჩნევს საამაყოდ და არა - პუტინსა და "პუტინის რუსეთს..." თუ კარგად დააკვირდებით, მაგავე ინტერვიუს დასაწყისში გ ა რ კ ვ ე ვ ი თ წერია, რომ: „ქ ა რ თ ვ ე ლ ი ბანი პაატა ბურჭულაძე პარიზის ოპერის სცენაზე „დონ ჟუანში“ კომანდორის პარტიას ასრულებს“ და ეს უნდა გვეამაყებოდეს, თუ ქართველები ვართ და სიკეთის და სიმართლის დანახვა გვინდა... ისინი კი, ვინც პაატა ბურჭულაძეზე „დიდ მტერს“ ვერ ხედავს საქართველოში... შემებრალებოდნენ, მათი გულწრფელობისა რომ მჯეროდეს... ბ-ნო პაატა!!! ვოკალისტს ასეთი გულისტკენა ათმაგად აზარალებს,ამიტომ გულთან ნუ მიიტანთ ამ მედროვეთა ღვარძლს! თქვენ ბევრად მეტს უყვარხართ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, მთელი ქართველი ერი გეთაყვანებათ და ამაყობს თქვენით!!! ღმერთმა დიდ ხანს გამღეროთ, საქართველოსა და ქართული კულტურის სასახელოდ და სადიდებლად!!!!!
15 აგვისტო 2015 00:47
#1   მაკა
      
ქართველობით რომ იამაყოს არა? რუსი რო დამიძახოს ვინმემ თუნაც ბერძენი ინგისელი გავუსწორებ .აუცილებლად! .რა ქართველობა არაა სამაყო ?რუსობით რუსმა იამაყომ (თან რუსობა მაგარი საამაყოა ხო იცი) ეგ იგივე ქართველობაზე უარის თქმაა ირიბად ბატონო პაატა...
14 აგვისტო 2015 09:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი