ვაჟა ზურნაჩიანი: აშკალის საჯარო სკოლაში აცრილი პედაგოგების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია
15-10-2021, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლაში დასაქმებული 30 თანამშრომლიდან ამ დროისთვის აცრილების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 

როგორც ვაჟა ზურნაჩიანმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, აშკალის საჯარო სკოლის 24 პედაგოგიდან, მხოლოდ 4 მასწავლებელია აცრილი, ადმინისტრაციული პერსონალიდან კი არავინ.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 

„ჯერჯერობით, მეც ვერ მოვახერხე აცრა, თუმცა დაგეგმილი მაქვს ვაქცინის უახლოეს პერიოდში გაკეთება. სკოლის თანამშრომლების ნაწილში, შეიძლება ითქვას, ფრთხილი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეინიშნება იმუნიზაციის პროცესისადმი. სამწუხაროდ, ინტერნეტით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ზოგიერთებზე.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორი და ბუღალტერი

 

„არის მეორე საკითხიც. ჩვენი სოფელი არც ისე ახლოს მდებარეობს წალკიდან და ყველას არ მიუწვდება ხელი იმაზე, რომ მივიდეს ვაქცინაციის ცენტრებში. ამ მხრივ, როგორც მითხრეს, მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეიცვლება და ადგილზე იქნება შესაძლებელი ვაქცინის ჩატარება. ვფიქრობ, რომ ეს გაზრდის ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობას“, - აღნიშნა ვაჟა ზურნაჩიანმა და დაამატა, რომ სკოლა 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში შეფერხების გარეშე განაგრძობს სწავლის პროცესს.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ბუღალტერი აშხენ მანუკიანი

 

„ჩვენთან, საბედნიეროდ, კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. სოფელში ამ დროისთვის ვირუსი არ ცირკულირებს. სკოლა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების სრული რეკომენდაციით ფუნქციონირებს. მოგეხსენებათ, 2020 წლის სექტემბრისთვის უკვე მაღალ დონეზე გვქონდა მოწესრიგებული სველი წერტილები, რაც დაახლოებით 55 ათასამდე ლარი დაჯდა და ამაში დიდი დახმარება გაგვიწია წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები

 

„პროტოკოლის შესაბამისად ხდება მასწავლებლების და სხვა პერსონალის ტესტირება და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დაკეტვა არ უნდა გვემუქრებოდეს. ადრეც მითქვამს, რომ უპირატესობას საკლასო ოთახებში სწავლებას ვანიჭებ, რადგან ის გაცილებით ეფექტურია“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

კომენტარები: 48205
#17725   Janet
      
%%

Here is my site over ear headphones, https://maps.google.Com.gh/,
10 სექტემბერი 2023 21:01
#17724   Linnea
      
%%

Also visit my blog post :: Cbd Price
10 სექტემბერი 2023 21:01
#17723   Lila
      
10 სექტემბერი 2023 21:00
#17722   Dawn
      
judi bola (grch37.ensembl.Org)
10 სექტემბერი 2023 21:00
#17721   Williams
      
%%

Review my homepage - Jon zherka age (marvelcomics.faith)
10 სექტემბერი 2023 21:00
#17720   Ulysses
      
%%

my blog post; clean a fleshlight, westhighland.Com,
10 სექტემბერი 2023 21:00
#17719   Jessika
      
%%

Feel free to surf to my web site - adhd diagnostic (https://graves-alvarado.hubstack.net)
10 სექტემბერი 2023 20:59
#17718   Chanda
      
10 სექტემბერი 2023 20:59
#17717   Ron
      
%%

Here is my web blog :: best
10 სექტემბერი 2023 20:58
#17716   Aurora
      
10 სექტემბერი 2023 20:58
#17715   Roma
      
%%

Also visit my page; Front Door Replacement
10 სექტემბერი 2023 20:58
#17714   Amy
      
%%

Feel free to surf to my web blog ... second Hand mobility scooters for sale - hantsservicesltd.co.uk,
10 სექტემბერი 2023 20:57
#17713   Henry
      
%%

Also visit my web site; buy cbd treats For cats
(http://zipperquick.com/profile/plvalfonso)
10 სექტემბერი 2023 20:56
#17712   Hazel
      
%%

My web page ... mesothelioma attorney
10 სექტემბერი 2023 20:56
#17711   Rosella
      
Togel Hongkong - https://maps.google.rs/,
10 სექტემბერი 2023 20:56
#17710   April
      
%%

Here is my web blog toyota yaris replacement key [Michael]
10 სექტემბერი 2023 20:55
#17709   Hope
      
idn poker (ww31.nenablue.com)
10 სექტემბერი 2023 20:55
#17708   Eldon
      
10 სექტემბერი 2023 20:55
#17707   Horacio
      
10 სექტემბერი 2023 20:54
#17706   Nellie
      
door fitter gravesend (Michael)
10 სექტემბერი 2023 20:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი