„რაღა დაგიმალოთ და მაქვს მასწავლებლობის ნოსტალგია“ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი
16-06-2021, 23:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, რომ სკოლამ პანდემიის პირობებში, 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მთლიანად საკლასო ოთახებში წარმატებით დასრულება შეძლო, მნიშვნელოვნად იყო განპირობებული იმ რეგულაციების დაცვით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ჯანდაცვის უწყებამ დაგვიწესა, - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

 


მისივე თქმით, სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე ხაზგასასმელია ის მხარდაჭერა, რაც სკოლის პედკოლექტივის, ადმინისტრაციული პერსონალისა და მშობლებისგან იყო.

 

 

 

 

როგორც მან GUARDIAN.GE-ის უთხრა, წლევანდელი სასწავლო წელი ცხრა მე-12 კლასელმა დაამთავრა და ერთი ოქროს, ერთი კი ვერცხლის მედლის კანდიდატია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს სკოლის 5 კურსდამთავრებული დარეგისტრირდა.

 

 

 


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, სომხურენოვანი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი თბილისში მიდის სწავლის გასაგრძელებლად. უკვე იმის არაერთი პრეცედენტი გვაქვს, რომ ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების წარმატებით მიღების შემდეგ ახალგაზრდები თავიანთ სოფელს და მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ და აქ ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას და არა მარტო პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან, არიან ისეთებიც, რომლებიც სამედიცინო და სხვა სპეციალობებზე სწავლობენ“, ამბობს ვაჟა ზურნაჩიანი.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლა

 

 

მისი თქმით, აბიტურიენტების მიერ სწავლის გასაგრძელებლად თბილისის არჩევისას რამდენიმე ფაქტორი ხდება გადამწყვეტი.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა - სოფლის შუაგულში საჯარო სკოლა

 


„ჯერ ერთი, თბილისი გაცილებით უფრო ახლოა ჩვენი სოფლიდან, ტრანსპორტიც პრობლემას არ წარმოადგენს, მეორეც, თბილისში ცხოვრება უფრო იაფი უჯდებათ სტუდენტებს, ვიდრე ერევანში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქ ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკავებს უმთავრეს ადგილს, როგორიცაა ქართული ენის სათანადო ცოდნა. სადღეისოდ, სომხურენოვან სკოლებში, და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სხვა არაქართულენოვან სკოლებშიც სახელმწიფო ენის სწავლების დონე ბოლო წლებში საკმაოდ ამაღლებულია. ამასთან, ქართული ენის კარგად მცოდნეებს სამსახურებში გზა ხსნილი აქვთ და ესეც დამატებითი მოტივაციია დღევანდელი თაობისათვის“, უთხრა ვაჟა ზურნაჩიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა - სოფლის შუაგულში საჯარო სკოლა

 


მისი თქმით, მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის პედაგოგებს, პედკოლექტივი კი შეკრული, მეგობრული გუნდია და ამჟამად ძირითადად ახალგაზრდებითაა დაკომპელქტებული.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები
 


„მოგეხსენებათ, რომ 2019 წელს რამდენიმე ძალიან კარგ, გამოცდილ და დასაფასებელ პრაქტიკოს პედაგოგს მოუწია სკოლის დატოვება, მათ საპენსიო ჯილდო მიიღეს და ღირსეულად გავაცილეთ სკოლიდან, მათ ადგილებზე კი ახალგაზრდები მივიღეთ და შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგთა 95% ახალგაზრდებიითა დაკომპლექტებული“, ამბობს აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები
 


იგი მიიჩნევს, რომ პედაგოგთა რიგების ახალგაზრდებით შევსება მისასალმებელია, მაგრამ ზოგჯერ თავს იჩენს გამოცდილების ნაკლებობა, რაც დირექტორის თქმით, ბუნებრივია.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი
 


„რა თქმა უნდა, ახალგაზრდობის წლები საუკეთესო პერიოდია. მივესალმები მათ უფრო მეტად ჩართულობას ყველა სფეროში, მაგრამ ახალგაზრდულ წლებს არ ახლავს ის გამოცდილება, როგორც საშუალო და უფრო შემდგომი ასაკის პერიოდს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი, განსაკუთრებით აღმზრდელობითი, სწავლების მეთოდიკის სათანადოდ დაუფლებისა და გააზრების თვალსაზრისით.

 

 

 


„მოგეხსენებათ, სისტემატურად ვამოწმებ სწავლების დონეს, ვესწრები გაკვეთილებს და მინდა გითხრათ, რომ იყო შემთხვევები, როცა თავი იჩინა ნაკლოვანებებმა კლასებში ახალი გაკვეთილის ახსნის პერიოდში, როცა ამა თუ იმ მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ, ცოტა არ იყოს ზერელე დამოკიდებულებას. კერძოდ, ახსნილი გაკვეთილის განხილვაში ყველა მოსწავლის ჩართულობას არ ჰქონდა ადგილი. მე არ ვამბობ, რომ ვინმე შეგნებულად იყო გამოტოვებული, მაგრამ როდესაც კლასში 7-8 მოსწავლე გყავს, იქ თავისუფლად ესწრება 45-წუთიან გაკვეთილზე ყველა მოსწავლის ჩართულობა - იმის გარკვევა, რამდენად გაიგეს ბავშვებმა ახსნილი მასალა. ასეთ გამონაკლის შემთხვვებს ჰქონდა თავდაპირველად ადგილი, რაც უკვე პრაქტიკულად ამოწურულია.

 

 

 


„შემიძლია გითხრათ, რომ საერთო ჯამში დადებითად შევაფასებდი სკოლის მუშაობას, თუმცა ვისურვებდი, მომავალი წლიდან, ნაკლები ხარვეზი ყოფილიყოს. აბსოლუტურად იდეალური არაფერია ცხოვრებაში, მაგრამ ის, რისი გამოსწორებაც ჩვენ ხელთაა, უნდა გამოსწორდეს და ბავშვებმა მაქსიმალური ცოდნით უნდა დატოვონ სკოლის კედლები“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა და დაამატა:

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორი და ბუღალტერი
 


„მიმაჩნია, რომ პირველ რიგში პედკოლექტივმა უნდა მიიღოს სკოლის ხელმძღვანელი, სხვაგვარად სკოლაში მუშაობა რთული იქნება როგორც მისთვის, ისე მისი თანამშრომლებისთვის. დირექტორს მართებს სამართლიანი მიდგომა კოლექტივის თითოეული წევრის მიმართ, ეხება ეს საათების განაწილებას, პროფესიული ზრდისთვის ხელშეწყობას თუ სხვა საკითხებს. სკოლა არის მთავარი გზის გამკვლევი მომავალი თაობებისთვის. ბავშვებისთვის აქ გატარებული წლები ყველაზე დაუვიწყარ პერიოდად რჩება მათ ცხოვრებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ადამიანურ და საგანმანათლებლო სივრცეს შეუქმნის ის მოზარდებს, რას გაატანას ეს დაწესებულება მათ ცხოვრების ვრცელ გზაზე“.

 

 

 


ვაჟა ზურნაჩიანს დიდი ხნის პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი აქვს. 1984 წლიდან 2015 წლამდე აშკალის ჯერ საშუალო, შემდეგ კი საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 2015 წლიდან დღემდე სკოლის დირექტორია. გასული წლის მარტამდე იგი ფიზიკასაც ასწავლიდა, მაგრამ გადაწყვიტა გზა მომავალი თაობისთვის დაეთმო და მხოლოდ სკოლის მმართველობით ყოფილიყო დაკავებული.

 

 

 


„კიდევ ერთხელ ვამბობ, გზა უნდა დავუთმოთ ახალგაზრდებს. მაშინ, როცა ისედაც ცოტა საათებია, ვარჩიე სხვებისთვის დამეთმო ეს საათები. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პერიოდულად შევდივარ კლასებში და როცა ჩემი გამოცდილების გაზიარების საჭიროება იჩენს თავს, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ფიზიკა, მოგეხსენებათ, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ, ლაბორატორიულ მხარესაც მოიცავს და ამ პრაქტიკულ ნაწილს მოზარდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნათქვამია, ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო. ასე რომ, ვეხმარები ჩემს კოლეგებს, როცა ამის საჭიროებაა. ისე, რაღა დაგიმალოთ და რა თქმა უნდა, მაქვს მასწავლებლობის ნოსტალგია“, ამბობს ვაჟა ზურნაჩიანი.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ბუღალტერი აშხენ მანუკიანი
 


მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ სკოლისთვის სასიხარულო ფაქტს ჰქონდა ადგილი. აშკალის საჯარო სკოლის სიმღერისა და ცეკვის გუნდმა, რომელსაც გურამ იაკობიძე ხელმძღვანელობს. რუსთავში გამართულ ღონისძიებაში პირველი ხარისხის ჯილდო მიიღო.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები

 


„ამისთვის მადლობა გამოუცხადეს, როგორც აშკალის სკოლას და გუნდის ხელმძღვანელს, ისე წალკის რესურსცენტრის უფროსს, ბატონ არსენ ჯმუხაძეს, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, ძალიან კარგად ესმის განათლების სფერო, სკოლებში არსებული პრობლემები და მისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

კომენტარები: 318
#318   Candice
      
References:


Top bpay pokies new bpay pokie sites australia
29 ოქტომბერი 2026 06:41
#317   Trey
      
References:


Australian online casinos that accept bank transfer bank wire transfer casino australia
28 ოქტომბერი 2026 08:15
#316   Hildred
      
References:


Neosurf offshore casinos australia https://doc.thudep.com/
27 ოქტომბერი 2026 15:11
#315   Maryjo
      
27 ოქტომბერი 2026 08:25
#314   Taren
      
23 ოქტომბერი 2026 20:14
#313   Irish
      
23 ოქტომბერი 2026 19:22
#312   Evonne
      
References:


Osko minimum deposit casino skitterphoto.com
23 ოქტომბერი 2026 16:03
#311   Mei
      
References:


Osko fast payout casinos instant payid withdrawal casino australia
23 ოქტომბერი 2026 10:38
#310   Jeanne
      
References:


Bank transfer casino processing time australia rcmx.net
23 ოქტომბერი 2026 02:05
#309   Rena
      
References:


Neosurf top up casino australia neosurf
casino payment method australia
22 ოქტომბერი 2026 13:36
#308   Lucille
      
References:


Best PayID pokies Australia instant withdrawal pokies Osko
20 ოქტომბერი 2026 16:46
#307   Robby
      
References:


BPay accepted online casinos bpay pokies sign up bonus
18 ოქტომბერი 2026 17:36
#306   Dan
      
References:


Bpay android pokies http://www.qazaqpen-club.kz/
18 ოქტომბერი 2026 13:39
#305   Aurelia
      
References:


Fast payout payid pokies https://pad.cttue.de/RdpBavhwQpGlaLvhL53JjQ
17 ოქტომბერი 2026 18:09
#304   Brigette
      
References:


Best idebit gambling sites https://pad.batsense.net/xjJsY2QsRBS6NWAy_uzV9g
17 ოქტომბერი 2026 05:50
#303   Elke
      
References:


New uk casino bank transfer https://materialwiki.site
16 ოქტომბერი 2026 03:57
#302   Jason
      
References:


$10 neosurf deposit casino australia neosurf reload casino australia
15 ოქტომბერი 2026 11:02
#301   Lida
      
References:


Payid pokies instant withdrawal australia https://md.interhacker.space
14 ოქტომბერი 2026 04:21
#300   Rosella
      
References:


Osko pokies best payout speed http://bbs.hgzvip.net/home.php?mod=space&uid=322302
14 ოქტომბერი 2026 01:43
#299   Candy
      
References:


Neosurf casino progressive jackpot australia neosurf welcome bonus casino australia
14 ოქტომბერი 2026 01:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 16წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი