გიორგი კვირიკაშვილი: მე მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა
29-10-2016, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 

 

მისი განმარტებით, ეს არ არის ოჯახის დეფინიცია. პრემიერის განცხადებით, ევროპას სჭირდება ის საქართველო, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები.

 

 

"ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს ქალს და მამაკაცს. ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და სხვათა შორის, მე მქონდა კონსულტაციები არაერთ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან, ექსპერტებთან, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ და არც ერთი საერთაშორისო კონვენციით, ეს არ არის ადამიანის უფლების დარღვევა. რაშია განსხვავება მაშინ ჩვენს პოზიციასა და ზოგიერთი იმ ჯგუფების პოზიციას შორის, რომლებიც ამ საკითხის ასე ვთაქვათ აქტუალიზაციას ახდენენ. მე ვფიქრობ, დიდი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ....

 

 

არავითარ შემთხვევაში, არც ერთი საერთაშორისო კონვენციით, ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული. ამაზე პასუხისმგებელი ვარ, როდსაც ამაზე ვსაუბრობ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია, რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი მაშინ?", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

კითხვაზე, მაშინ რატომ არის საჭირო ტავტოლოგია, კვირიკაშვილმა უპასუხა, ”იმიტომ, რომ ძალიან რთული იყოს ამის შეცვლა”.

 

 

"ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ევროპას სჭირდება ის საქართველო, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები. სწორედ ასეთი საქართველო სჭირდება ევროპას. ასეთი საქართველო არის ღირებული ევროპისთვის....

 

 

მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენ გვეჩვენებინა მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს, ძვირფასია ტრადიციული ფასეულობები. რომ გვეჩვენებინა, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ჩვენ ძალიან აქტიურად მხარი ამ ინიციატივას....

 

 

ჩვენ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს, ანტიდისკიმინაციული კანონმდებლობა სწორედ ამიტომ იქნა მიღებული საქართველოში, რომ ჩვენ ყველა უმცირესობის უფლებას ვიცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეს რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან",- განაცხადა პრემიერმა.

 

 

კითხვაზე, ხედავს თუ არა რისკებს, რომ ეს ყველაფერი გააღვივებს ჰომოფობიურ განწყობებს, პრემიერი პასუხობს, რომ რისკებს ვერ ხედავს.

 

 

"ის, რომ ხდება ამ ტიპის ინციდენტები, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ უნდა შემოვიღოთ ასეთი ტიპის ჩანაწერი. არანაირი კავშირი ამათ შორის არ არსებობს. ანტიდისკრიმინაციული კანონი არის ერთი მიმართულება და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ეს საკითხი ამასთან კავშირში არ არის", - თქვა მან.

 

 

კითხვაზე, ამ ცვლილების შემდეგ, იგრძნობენ თუ არა უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად თავს, პრემიერ მინისტრი პასუხობს:

 

 

"რა თქმა უნდა, ისინი იგრძნობენ თავს სრულფასოვან წევრებად, მაგრამ ისინი ვერ შევლენ სამოქალაქო ქორწინებაში. ეს არ არის დისკრიმინაცია".

 

კომენტარები: 78
#58   Renate
      
hooters casino las vegas

References:
https://school-of-safety-russia.ru/
23 თებერვალი 2026 21:39
#57   Phoebe
      
smart casino

References:
dudoser.com
22 თებერვალი 2026 23:42
#56   Hildegard
      
seminole casino tampa

References:
09vodostok.ru
22 თებერვალი 2026 22:32
#55   Linnie
      
tampa hard rock casino

References:
king-bookmark.stream
22 თებერვალი 2026 19:28
#54   Nick
      
bodybuilder before steroids

References:
hikvisiondb.webcam
18 თებერვალი 2026 10:32
#53   Glenn
      
long term side effects of steroids

References:
https://wikimapia.org/
18 თებერვალი 2026 10:27
#52   Susie
      
legal steroids for muscle growth

References:
http://09vodostok.ru/
18 თებერვალი 2026 03:06
#51   Emmett
      
testosterone chemical structure

References:
clashofcryptos.trade
18 თებერვალი 2026 02:55
#50   Joesph
      
new muscle building pill

References:
lideritv.ge
17 თებერვალი 2026 19:39
#49   Muriel
      
anabolic pills for sale

References:
https://www.instapaper.com/
17 თებერვალი 2026 19:25
#48   Suzanne
      
trenbolone before and after

References:
forum.dsapinstitute.org
17 თებერვალი 2026 01:21
#47   Alberto
      
negative implication

References:
gaiaathome.eu
17 თებერვალი 2026 00:44
#46   Alissa
      
new legal steroids gnc

References:
https://p.mobile9.com/
16 თებერვალი 2026 14:11
#45   Joseph
      
anabolics.com

References:
mozillabd.science
14 თებერვალი 2026 12:49
#44   Chadwick
      
tren steroid results

References:
onlinevetjobs.com
13 თებერვალი 2026 06:50
#43   Trey
      
testosterone vs creatine

References:
ezproxy.cityu.edu.hk
12 თებერვალი 2026 09:56
#42   Hermine
      
mixing steroids and alcohol

References:
empirekino.ru
12 თებერვალი 2026 03:59
#41   Wally
      
dianabol steroids price

References:
humanlove.stream
12 თებერვალი 2026 03:37
#40   Arturo
      
11 თებერვალი 2026 10:03
#39   Marylin
      
best natural steroids supplements

References:
mozillabd.science
11 თებერვალი 2026 05:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი