მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატოში შესვლა, აღნიშნული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს უსმენდნენ.
მარშანია აცხადებს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავდროულად, დეპუტატი სვამს შეკითხვას: ჩვენ ნატოში შევდივართ თუ ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შევდივართ? ნატო ჩვვენ ამაში გვეხმარება, თუ ნატო ჩვენ, ამ ეტაპზე, გვიშლის ხელს?
„მე ვერანაირად ვერ გავუგებ იმ პრემიერ მინისტრს, რომელიც თავის პროგრამულ სიტყვას და გამოსვლას არ იწყებს უმთავრესით, უმძიმესით და სახერხემლო საკითხით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ამ ეტაპზე განვითარებისთვის. ბ-ნო მამუკა, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ადამიანი ბრძანდებით, მე ვეჭვობ, რომ თქვენ მაინცდამაინც არ ხართ გარკვეული უმძიმეს და უბედურ საკითხში, რასაც ჰქვია აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები....
ჩვენ არ დაგვრჩა არც ერთი წამი დრო, ჩვენ ვერავის ვერ დაველოდებით, ჩვენ ვერაფერს ვერ დაველოდებით. ჩვენ უნდა შევქმნათ სასწრაფოდ, ბ-ნო პრემიერო, ახალი ფორმატები და ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ დავიწყოთ მძიმე, მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანი საუბრები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან....
ბ-ნო მამუკა, თქვენ რასაკვირველია, თქვენს გამოსვლაში ახსენეთ ეს საკითხი. ახსენეთ არაღიარების პოლიტიკა და თქვენი უპირველესი პრიორიტეტი, რაც თქვენ ახსენეთ, ეს იყო - ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა - ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შეიძლება, ეს საკამათოა თქვენთვის, მაგრამ მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატოში შესვლა. მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამ ისტორიულ ნატვრას. და მე არ მინდა, რომ ისტორიულ ნატვრად გადაგვექცეს ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შესვლა.... ჩვენ ნატოში შევდივართ თუ ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შევდივართ? ნატო ჩვვენ ამაში გვეხმარება, თუ ნატო ჩვენ, ამ ეტაპზე, გვიშლის ხელს?....
ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ წინადადებებს და მექანიზმებს - ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც დევნილთა სამინისტრო უნდა იყოს, არც შერიგებისა და ინტეგრაციის სამინისტრო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებობს სტრუქტურა, მას ჰქვია აფხაზეთის მთავრობა, ქვეყანაში სააკაშვილის დროს შეიქმნა ცხინვალის ადმინისტრაცია და ვინ, თუ არა ეს ორი სტრუქტურა უნდა იყოს დაკავებული ამ საკითხებით.... მათ ჩვენ უნდა დავუბრუნოთ წართმეული და დაკარგული ფუნქციები", მიმართა ადა მარშანიამ პრემიერ მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.