ადა მარშანია მამუკა ბახტაძეს: მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატოში შესვლა
13-07-2018, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატოში შესვლა, აღნიშნული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს უსმენდნენ.

 

 

მარშანია აცხადებს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავდროულად, დეპუტატი სვამს შეკითხვას: ჩვენ ნატოში შევდივართ თუ ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შევდივართ? ნატო ჩვვენ ამაში გვეხმარება, თუ ნატო ჩვენ, ამ ეტაპზე, გვიშლის ხელს?

 

 

„მე ვერანაირად ვერ გავუგებ იმ პრემიერ მინისტრს, რომელიც თავის პროგრამულ სიტყვას და გამოსვლას არ იწყებს უმთავრესით, უმძიმესით და სახერხემლო საკითხით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ამ ეტაპზე განვითარებისთვის. ბ-ნო მამუკა, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ადამიანი ბრძანდებით, მე ვეჭვობ, რომ თქვენ მაინცდამაინც არ ხართ გარკვეული უმძიმეს და უბედურ საკითხში, რასაც ჰქვია აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები....

 

 

ჩვენ არ დაგვრჩა არც ერთი წამი დრო, ჩვენ ვერავის ვერ დაველოდებით, ჩვენ ვერაფერს ვერ დაველოდებით. ჩვენ უნდა შევქმნათ სასწრაფოდ, ბ-ნო პრემიერო, ახალი ფორმატები და ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ დავიწყოთ მძიმე, მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანი საუბრები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან....

 

 

ბ-ნო მამუკა, თქვენ რასაკვირველია, თქვენს გამოსვლაში ახსენეთ ეს საკითხი. ახსენეთ არაღიარების პოლიტიკა და თქვენი უპირველესი პრიორიტეტი, რაც თქვენ ახსენეთ, ეს იყო - ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა - ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შეიძლება, ეს საკამათოა თქვენთვის, მაგრამ მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატოში შესვლა. მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამ ისტორიულ ნატვრას. და მე არ მინდა, რომ ისტორიულ ნატვრად გადაგვექცეს ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შესვლა.... ჩვენ ნატოში შევდივართ თუ ჩვენ სოხუმში და ცხინვალში შევდივართ? ნატო ჩვვენ ამაში გვეხმარება, თუ ნატო ჩვენ, ამ ეტაპზე, გვიშლის ხელს?....

 

 

ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ წინადადებებს და მექანიზმებს - ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც დევნილთა სამინისტრო უნდა იყოს, არც შერიგებისა და ინტეგრაციის სამინისტრო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებობს სტრუქტურა, მას ჰქვია აფხაზეთის მთავრობა, ქვეყანაში სააკაშვილის დროს შეიქმნა ცხინვალის ადმინისტრაცია და ვინ, თუ არა ეს ორი სტრუქტურა უნდა იყოს დაკავებული ამ საკითხებით.... მათ ჩვენ უნდა დავუბრუნოთ წართმეული და დაკარგული ფუნქციები", მიმართა ადა მარშანიამ პრემიერ მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს.

 

კომენტარები: 83
#3   Rosalina
      
References:


Anavar results pics before and after

References:
obyavlenie.ru
20 იანვარი 2026 16:08
#2   Valentin
      
buy steroids australia

References:
ai-db.science
19 იანვარი 2026 05:02
#1   Blanche
      
are legal steroids safe

References:
saveyoursite.date
18 იანვარი 2026 15:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი