კიმ ჩენ ინი თავისი ტყვიაგაუმტარი მატარებლით 4 000კმ მანძილის დაფარვის შემდეგ ვიეტნამში ჩავიდა
26-02-2019, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა.

 


კიმის მწვანე და ყვითელი მატარებელი დონგ დანგის სადგურზე გაჩერდა, საიდანაც იგი დედაქალაქ ჰანოისკენ ავტომანქანით გაემგზავრა.

 


რკინიგზის სადგურზე კიმ ჩენ ინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. წთელი ხალიჩის გასწვრივ მას ხალხი დროშების ფრიალით დახვდა.

 


მატარებლიდან ავტომანქანისკენ მიმავალი კიმ ჩენ ინი დაცვის წევრებით, ოფიციალური პირებით და ტელეოპერატორებით იყო გარშემორტყმული.

 

 

კიმ ჩენ ინი ვიეტნამში თავის დასთან, კიმ იო ჩონთან და ასევე მთავარ მომლაპარაკებელთან, ყოფილ გენერალ კიმ ჩენ ჩოლთან ერთად ჩავიდა.

 


ფხენიანიდან ვიეტნამამდე მატარებელმა დაახლოებით 4 000 კმ გაიარა და მგზავრობას ორ დღეზე მეტი დასჭირდა. კიმს რომ ვიეტნამში თვითმფრინავით გაფრენა გადაეწყვიტა, იგი იქ რამდენიმე საათში ჩავიდოდა.

 


იმ დროს როცა კიმის მატარებელმა საზღვარი ჩინეთის გავლით გაიარა, გზები გადაკეტილი და რკინიგზის სადგურები დახურული იყო. ჩინეთის სოციალურ მედიაში გზების გადაკეტვის, მატარებლების დაგვიანების და მოძრაობის გადატვირთულობის გამო უკმაყოფილება გამოითქვა.

 


საზოგადოებისთვის ასევე გარკვეული დროით დახურული იყო ვიეტნამის დონგ დანგის რკინიგზის სადგური ვიდრე იქ სამშაბათ დილით კიმის მატარებელი ჩავიდოდა. იგი ახლა აღნიშნული საგურიდან ჰანოიში ლიმუზინით მიემგზავრება. მანძილი დონგ დანგიდან ჰანოიმდე დაახლოებით 170 კილომეტრია.

 


მცირედ გაკვირვებას შეიძლება იწვევდეს ის, რომ კიმ ჩენ ინმა მატარებლით მგზავრობის ტრადიცია არ დაარღვია, რადგან თავისი ბაბუა, ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელი და პირველი ლიდერი კიმ ირ სენი ასევე მატარებლით ჩავიდა ვიეტნამსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

 


კიმის კერძო მწვანე და ყვითელი მატარებელი 21 ტყვიაგაუმტარი ვაგონისგან შედგება და ის მდიდრულადაა გაწყობლი. მატარებელში განთავსებულია ტყავის სავარძლები, საკონფერენციო ოთახები და მგავრობისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი.

 


ჰანოიში ასევე დღეს ელოდებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტს. თეთრი სახლის პრეს-მდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირისპირ, ერთი ერთზე ხანმოკლე შეხვედრა ოთხშაბათ საღამოს გაიმართება, რის შემდეგაც ლიდერები თავიანთ მრჩევლებთან ერთად სადილზე გადაინაცვლებენ.

 


შეხვედრები და მოლაპარაკებები ხუთშაბათს გაგრძელდება.

 

 

როგორი განწყობით ჩადის ტრამპი ვიეტნამში? 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი „დიდი ეკონომიკური სახელმწიფო“ გახდეს, თუკი ის უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე.

 


ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეას „სწრაფი ზრდისთვის უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვას“.

 


„თავმჯდომარე კიმი აცნობიერებს, შესაძლოა უკეთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რომ ბირთვული შეიარაღების გარეშე, მისი ქვეყნა შესაძლებელია სწრაფად გახდეს დიდი ეკონომიკური სახელმწიფო, რომელიც კი მსოფლიოს რომელიმე ადგილას შეიძლება იყოს. თავისი ადგილმდებარეობის და ხალხის (მისი) მომენტიდან გამომდინარე, მას აქვს უფრო მეტი პოტენციალი სწრაფი ზრდისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


პრეზიდენტის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ფხენიანი ბირთვულ საფრთხედ რჩება.

 


ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მეორედ შეხვდება, ამჯერად, 27-28 თებერვალს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში.

 


„ჩვენ, ორთავე მოველით განგრძობით პროგრესს, რასაც სინგაპურში პირველი შეხვედრისას მივაღწიეთ“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 


კვირა საღამოს კი, გუბერნატორების ღონისძიებაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მან „ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა“ ჩამოაყალიბა კიმთან და დასძინა, რომ იგი არ ჩქარობს ზეწოლა მოახდინოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე. „მე არ მინდა დავაჩქარო ვინმე. მე უბრალოდ არ მინდა გამოცდა. იმდენად, რამდენადაც ადგილი არ აქვს გამოცდას, ჩვენ კმაყოფილი ვართ“, თქვა ტრამპმა.

 

კომენტარები: 40
#20   Joel
      
References:


Casino orlando fl https://roadwiki.site
4 ივნისი 2026 19:48
#19   Keith
      
References:


Century casino edmonton http://www.annunciogratis.net/author/fiberlaura5
4 ივნისი 2026 17:08
#18   Donnie
      
References:


Roulette wheel numbers clarke-bengtson-3.federatedjournals.com
4 ივნისი 2026 16:40
#17   Samual
      
References:


Online pokies australia http://amur.1gb.ua/user/heartonion8/
4 ივნისი 2026 16:09
#16   Crystle
      
References:


No deposit bonus code https://clearcreek.a2hosted.com/
4 ივნისი 2026 15:45
#15   Rogelio
      
References:


777 meaning doc.adminforge.de
4 ივნისი 2026 15:15
#14   Jaclyn
      
References:


Penny slots nomadwiki.space
4 ივნისი 2026 13:59
#13   Tania
      
4 ივნისი 2026 13:59
#12   Roy
      
References:


Games online games http://adrestyt.ru/user/stonespoon37/
4 ივნისი 2026 11:41
#11   Galen
      
References:


Pocola casino http://warblog.hys.cz/
4 ივნისი 2026 11:29
#10   Isabelle
      
References:


Instant Casino Spielanbieter

References:
http://okprint.kz/
4 ივნისი 2026 11:14
#9   Leopoldo
      
References:


Instant Casino Seriosität

References:
https://braswell-serup-2.blogbright.net
4 ივნისი 2026 10:54
#8   Michele
      
3 ივნისი 2026 21:20
#7   Denisha
      
References:


Live roulette intensedebate.com
2 ივნისი 2026 22:47
#6   Velva
      
2 ივნისი 2026 15:21
#5   Owen
      
References:


Crown casino melbourne reganpdxn383305.blogofchange.com
1 ივნისი 2026 17:24
#4   Jeramy
      
References:


How do betting odds work https://shenasname.ir
1 ივნისი 2026 16:52
#3   Gabriella
      
31 მაი 2026 14:42
#2   Odette
      
References:


Casino 440 www.pdc.edu
27 მაი 2026 18:17
#1   Edgardo
      
References:


Grand mondial casino

References:
https://urlscan.io/result/019cfc08-b045-773e-9d79-b84335a58753/
19 მარტი 2026 07:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი