დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა. სკვერში საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, დამონტაჟდა ლამპიონები, განთავსდა საპარკე სკამები და ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა.
განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.
„რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს უკვე 20 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რომლებიც უკვე შეძლებენ კომფორტულ და კეთილმოწყობილ სივრცეში გართობას და დასვენებას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 437 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ტაომ“ შეასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.