ლიანა პილტოიანი: „რომ იტყვიან, რკინის ქალამნები ჩავიცვი და არ მოვერიდე ჩინოვნიკების შეწუხებას… მადლობა ღმერთს, შეისმინეს ჩემი თხოვნა“ - ხაჩკოვის საჯარო სკოლის აღსადგენად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა
22-10-2022, 22:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი ახლადაღდგენილი სკოლის შენობაში დაიწყო. სამსართულიანი, დიდი მოცულობის სკოლის სრული კაპიტალური რემონტის პერიოდში, თითქმის 2 წელიწადი, სასწავლო პროცესი სოფელში მდებარე ორ კერძო ნაქირავებ სახლში, ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ეს პერიოდი პანდემიას დაემთხვა და ბავშვებს არახელსაყრელ პირობებში უწევდათ სწავლა, თუმცა, როგორც ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლიანა პილტოიანი ამბობს, რთული წლები წარსულს ჩაბარდა და დღევანდელი გადმოსახედიდან, ღირდა იმ სიძნელეების გადატანა, რაც ახალ სკოლაში გადასვლამდე გამოიარეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

 

 

 

„ალბათ, შენიშნეთ, როგორი ბედნიერები არიან ბავშვები და პედაგოგებიც. ყველას ამაღლებული მოტივაცია აქვს. თანამედროვე, სუფთა გარემოში როგორ შეიძლება არ გიხაროდეს მუშაობა თუ სწავლა. მოსწავლეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გამოიჩინონ თავი.

 


„რომ იტყვიან ცა და დედამიწასავით არის განსხვავება ძველ და ახალ სკოლას შორის, მით უფრო, კერძო სახლებში გატარებულ თითქმის 2-წლიან პერიოდსაც თუ გავიხსენებთ, როცა ორ ცვლაში, სივიწროვეში და არასახარბიელო პირობებში გვიწევდა სასწავლო პროცესის წარმართვა.

 


„მაგრამ, ამ გადმოსახედიდან საინტერესო რა არის იცით? თითქოს, რაც თავი მახსოვს, სწორედ ასეთ თანამედროვე სკოლაში ვმუშაობდი მთელი ცხოვრება. თავი სიზმარში მგონია“, - ამბობს GUARDIAN.GE-ისთან საუბირსას ლიანა პილტოიანი, რომელიც 1983 წლიდან ხაჩკოვის ჯერ საშუალო, შემდეგ კი საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ხოლო 2009 წლიდან დღემდე, დირექტორია.

 

 

 

 

მიზნის მიღწევამდე, ხაჩკოვის საჯარო სკოლა ყველაზე ლამაზ და მიმზიდველ სასწავლო დაწესებულებად გადაექცია, ქალბატონ ლიანა პილტოიანს არაერთი ჩინოვნიკის კარის შეღება და არაერთი წერილის, ფოტო თუ ვიდეო მასალის გადაგზავნა მოუწია შესაბამისი უწყებებისთვის, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება სახიფათო იყო მომავალი თაობისთვის.

 


„რომ იტყვიან, რკინის ქალამნები ჩავიცვი და არ მოვერიდე თანამდებობის პირების შეწუხებას. თავიდანვე ვგრძნობდი დიდ თანადგომას და მხარდაჭერას ჩემი პედკოლექტივისგან, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ბატონი არსენ ჯმუხაძისგან, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქმის წარმატებით წარმართვაში; მთავარი ბუღალტრის, ბატონი ნოდარ მგელაძისგან, რომელიც 15 სექტემბერს სკოლის გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოსული იყო.

 


„ასევე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვთქვა, მუნიციპალური განვითარების ფონდის გადამწყვეტ როლზე. ფონდის ხელმძღვანელ პირებთან პირადად რამდენჯერმე ვიყავი ჩასული თბილისში. ავუხსენი ჩვენი გასაჭირი.

 

 

„ვფიქრობ, საკითხის დროულად გადაწყვეტაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმანაც ითამაშა დადებითი როლი, რომ მე, ეროვნებით სომეხი ქალი, მათ ქართულად, გამართულად ვესაუბრებოდი. ასევე, ალბათ იმანაც, რომ შეუპოვრად და დაჟინებით ვითხოვდი დახმარებას, რადგან სკოლის კაპიტალურად აღდგენა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად მქონდა დასახული...

 

 

„ერთ დღესაც, კვირა დღე იყო, სახლში ვარ, მირეკავს ტელეფონი და უცხო პიროვნება მეუბნება, რომ სკოლაში მივსულიყავი. ადგილზე, სკოლის დასათვალიერებლად და მდგომარეობის შესაფასებლად მოსული სპეციალისტები დამხვდნენ. თითქოს ბოლომდე ვერც ვიჯერებდი, რომ ჩემს თავს საოცრად კარგი ამბები ხდებოდა...

 


„მადლობა ღმერთს, შეისმინეს ჩემი თხოვნა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას, ბატონ მიხეილ ფაშიაშვილს და ასევე სამშენებლო კომპანიას, რომელმაც აქ 2,5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა.

 

 

 


დირექტორმა გულდაწყვეტილმა აღნიშნა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები ვერ მოესწრნენ ახალ სკოლას, თუმცა სიამაყით დასძინა, რომ მათგან 4-მა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა.

 


„წელს 12-მა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა სკოლა და უცნაური დამთხვევაა, რომ ასევე 12 პირველი კლასელი მივიღეთ, ანუ ბალანსი არ დარღვეულა და საერთო ჯამში ისევ 102 მოსწავლე ირიცხება სკოლაში. მოგეხსენებათ, ხაჩკოვის საჯარო სკოლა შერწყმულია და მასში კაბურის სკოლაც შემოდის, რომელიც მეზობელ სოფელში მდებარეობს.

 


„პირველ რიგში, ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ წელს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ნაქირავებ კერძო სახლში მოუწიათ და ვერ მოესწრნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ამ ახალი სკოლის კედლებში, მაგრამ მეორე მხრივ, სიამაყე მეუფლება, რადგან მათგან 4-მა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. სამმა მათგანმა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა „4+1 პროგრამის“ ფარგლებში, ერთმა კი რუსეთში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, რაც შეეხება დანარჩენებს, საბოლოოდ, 12-იდან ცხრამ თბილისში არჩია სწავლის გაგრძელება, მათგან ზოგიერთმა კოლეჯსა თუ პროფესიულ სასწავლებელში“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის, ქართულ ენაზე, ლიანა პილტოიანმა, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს იმ კუთხით, რომ შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას.

 


მას დამთავრებული აქვს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გავლილი აქვს გრძელვადიანი კურსი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ასევე ტრენინგები.

 


„ახლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები უკვე სწავლის გასაგრძელებლად თბილისში მიდიან. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში სრულიად სხვა მდგომარეობა იყო. თითზე ჩამოსათვლელები ვიყავით, ვინც საქართველოში განვაგრძობდით სწავლას - ან სომხეთში, ან რუსეთში მიდიოდნენ და იქაურ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდნენ, ზოგიერთი საერთოდ იქ რჩებოდა საცხოვრებლადაც. დღეს კი, ყველას გეზი თბილისისკენ აქვს აღებული. ეს გულს მინათებს, რადგან მინდა ყველამ აქ, საქართველოში იპოვოს თავისი ცხოვრების გზა“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა.

 

 

 

იგი ამაყობს იმით, რომ მისი ყოფილი მოსწავლეები დღეს უკვე პედაგოგები არიან და მის გვერდით ასწავლიან მომავალ თაობებს.

 


„მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო განათლება. ისინი მშობლიურ სკოლას პედაგოგების რანგში დაუბრუნდნენ, ჩააბარეს გამოცდები და ყველამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. ძალიან ვამაყობ მათი მიღწევებით. არა მარტო ისინი, უფროსი თაობის პედაგოგებიც შესანიშნავები არიან. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ შეკრული და ძალზე კარგი პედკოლექტივი გვყავს.

 

 

„მინდა ასევე აღვნიშნო, რომ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვართ ჩართული ბილინგვური განათლების სქემაში და წალკის მუნიციპალიტეტის 4 სკოლიდან ერთ-ერთი ჩვენ ვართ ამ სქემაში წარმოდგენილი.

 


„სკოლაში სულ 28 პედაგოგი მუშაობს, მათგან 16 უფროსი მასწავლებელია, 4 უსტატუსო, 4-ს კი პერსპექტივა აქვს მოკლე პერიოდში მიიღოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, დანარჩენები პრაქტიკოსები არიან. ასევე, ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსმა მასწავლებელმა, თინათინ ლარცულიანმა წელს წარმატებით ჩააბარა წამყვანობის გამოცდა“, - განაცხადა ლიანა პილტოინმა, რომელმაც თავადაც წარმატებით ჩააბარა საგნობრივი გამოცდა სომხურ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც წელს პირველად ჩატარდა - 70 ქულიდან 59 მიიღო და უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დაიმსახურა.

 


მას და მის სხვა კოლეგებს ეგონათ, რომ სტატუსის ცვლილება სექტემბრიდანვე აისახებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

 

 

 


„ჯერჯერობით ისევ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ, რადგან არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებმა ქართული ენის ცოდნის მხრივაც უნდა დავადასტუროთ კომპეტენცია.

 


„მე მაქვს ის უპირატესობა, რომ თბილისში დავამთავრე ინსტიტუტი, ასევე გავლილი მაქვს შესაბამისი კურსები და ტრენინგები ქართულ ენაზე და ვნახოთ, როგორ გადაწყდება საკითხი. ალბათ, იანვრიდან მომანიჭებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, შემდეგ კი აუცილებლად უნდა ვიბრძოლო წამყვანობისთვის“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა, ხაჩკოვის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - დირექტორმა, რომელმაც პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად, ხაჩკოვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო.

 


ლუბა ბულუდიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის ბუნების უფროსი მასწავლებელი, ბუღალტერი; 2022 წელს გასული იყო რუსული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე და უფროსი მასწავლების სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ 0.1 ქულა დააკლდა.

 

 

მაქსიმ გალსტიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის მათემატიკისა და ფიზიკის უფროსი მასწავლებელი, საქმის მწარმოებელი

 


ინა მანასიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ბუნების დამხმარე მასწავლებელი

 


თინათინ ლარცულიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი, 2022 წელს გასული იყო გამოცდაზე და წამყვანი მასწავლების სტატუსის მისაღებად საჭირო ზღვარი გადალახა

 


მეტაქსია შახბაზიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის ისტორიის უფროსი მასწავლებელი

 


არაკელ კლოიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი

 


ანი ბალიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი

 


სვეტლანა მარკოსიანი - ხაჩკოვის საჯარო სკოლის კოორდინატორი

 

 

დაბლა იხილეთ GUARDIAN.GE-ის ფოტომასალა, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 2022 წლის 18 ოქტომბერს არის გადაღებული.

 

 
















































































































 

 

GUARDIAN.GE

 

 

კომენტარები: 137
#117   Christal
      
References:


Detroit tigers mlb com https://pad.stuve.uni-ulm.de/s/K1m4p9RJB
7 ივნისი 2026 23:14
#116   Hector
      
References:


Mosshoes https://instapages.stream/story.php?title=erkunde-echte-geld-casino-spiele-und-geniesse-taegliche-jackpot
s
7 ივნისი 2026 19:41
#115   Raul
      
References:


South point casino https://tvoyaskala.com/user/showcurve5/
7 ივნისი 2026 15:08
#114   Sanford
      
References:


Jacks or better philosophywiki.space
7 ივნისი 2026 08:17
#113   Karina
      
References:


Vegas casino online http://lukovich.ru/user/sizemen1/
7 ივნისი 2026 07:28
#112   Constance
      
References:


Online betting offers rentry.co
6 ივნისი 2026 22:09
#111   Sondra
      
References:


Solitaire strategy http://okprint.kz/
6 ივნისი 2026 05:08
#110   Vicente
      
References:


Arizona casinos https://molchanovonews.ru
6 ივნისი 2026 04:41
#109   Corazon
      
References:


Schecter blackjack sls c 7 https://prpack.ru/
5 ივნისი 2026 17:58
#108   Dwight
      
References:


Instant Casino anmelden

References:
skitterphoto.com
5 ივნისი 2026 16:31
#107   Kiara
      
References:


Cincinnati casino https://coolpot.stream/

References:


Hinckley grand casino qazaqpen-club.kz
5 ივნისი 2026 13:39
#106   Travis
      
References:


Instant Casino Treuepunkte einlösen

References:
https://materialwiki.site/
4 ივნისი 2026 07:15
#105   Jorja
      
2 ივნისი 2026 21:32
#104   Boyce
      
2 ივნისი 2026 19:24
#103   Lloyd
      
References:


Winstar casino oklahoma flashjournal.site
2 ივნისი 2026 10:53
#102   Junior
      
References:


Casino bonuses https://g.clicgo.ru
2 ივნისი 2026 08:12
#101   Kyle
      
References:


Campione d italia casino https://wheeler-helms.mdwrite.net/
24 მაი 2026 03:13
#100   Francis
      
References:


Grand online casino

References:
bookmarkpress.site
23 მაი 2026 23:36
#99   Corey
      
References:


Aspers casino milton keynes amur.1gb.ua
23 მაი 2026 12:25
#98   Quinn
      
References:


Wheel of fortune slots molchanovonews.ru
23 მაი 2026 11:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი