პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი და გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მისი ამგვარი განცხადება აშშ-ის სენატის მიერ რუსეთის ახალი სანქციების დაწესებას უკავშირდება.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ვაშინგტონისაგან რუსეთში წარმოდგენილ მის საელჩოში სექტემბრისთვის, თანამშრომელთა რაოდენობა 455-ამდე შეემცირებინა, იგივე რაოდენობამდე, რაც რუსეთს ჰყავს აშშ-ში.
სერგეი ლავროვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოსკოვში, დაროჟნოის ქუჩაზე და სერებრიანის ფიჭვნარში ყველა შენობის საწყობების გამოყენების უფლება ჩამოერთმევა.
„ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა და ჯერ კიდევ მუშაობს“ შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოში, განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია „რასია-24“-თან ინტერვიუში.
„755-მა უნდა შეაჩეროს თავისი აქტივობები რუსეთში“, თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთის ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას „ახლო მომავალში“ არ უნდა ელოდნენ.
„ჩვენ საკმარისზე მეტი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, ვიმედოვნებდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლა, მაგრამ ჩანს, რომ მაშინაც კი როცა მდგომარეობა იცვლება, არ ჩანს რომ მალე ის გაუმჯობესდება“, აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.