ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი
30-07-2017, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი და გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მისი ამგვარი განცხადება აშშ-ის სენატის მიერ რუსეთის ახალი სანქციების დაწესებას უკავშირდება.

 


უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ვაშინგტონისაგან რუსეთში წარმოდგენილ მის საელჩოში სექტემბრისთვის, თანამშრომელთა რაოდენობა 455-ამდე შეემცირებინა, იგივე რაოდენობამდე, რაც რუსეთს ჰყავს აშშ-ში.

 

 

სერგეი ლავროვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოსკოვში, დაროჟნოის ქუჩაზე და სერებრიანის ფიჭვნარში ყველა შენობის საწყობების გამოყენების უფლება ჩამოერთმევა.

 


„ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა და ჯერ კიდევ მუშაობს“ შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოში, განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია „რასია-24“-თან ინტერვიუში.

 


„755-მა უნდა შეაჩეროს თავისი აქტივობები რუსეთში“, თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთის ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას „ახლო მომავალში“ არ უნდა ელოდნენ.

 


„ჩვენ საკმარისზე მეტი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, ვიმედოვნებდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლა, მაგრამ ჩანს, რომ მაშინაც კი როცა მდგომარეობა იცვლება, არ ჩანს რომ მალე ის გაუმჯობესდება“, აღნიშნა მან.

 

კომენტარები: 49822
#2   Mario
      
Hi there! This article could not be written much better!
Going through this post reminds me of my previous roommate!
He constantly kept talking about this. I am going to forward this information to him.

Pretty sure he will have a great read. I appreciate you for sharing!



My website: Korey
8 ნოემბერი 2021 21:11
#1  ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი
      
პუტინ!!! მაინც ვერაფერს დააკლებ ამერიკას, აგერ შენ და აგერ ტრამპი wink



პუტინის და ტრამპის ერთმანეთისადმი კეკლუცობა და რომანი სრულდება... ჩვენ რა ვქნათ, ჩვეენ lol
30 ივლისი 2017 15:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან
  2. ცესკო პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირთა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ გამოძიების ჩატარებას
  3. პროკურატურამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა
  4. კახა კალაძე: 2020 წლის არჩევნებთან შედარებით, წელს თბილისში მმართველ პარტიას 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა მხარდაჭერა
  5. ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად, თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, წარადგინოს პროკურატურაში
  6. ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
  7. ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ხელმძღვანელობას ვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენისთვის – უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას
  8. შალვა პაპუაშვილი: თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს
  9. საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
  10. კახა კალაძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე: როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი