რა ოდენობის დაფინანსებას იღებდნენ პოლიტიკური პარტიები 2008-2012 წლებში და როგორი სურათია ამ მხრივ 2012- 2016 წლებში? – ა/ო “პოზიცია” კვლევას აქვეყნებს
18-05-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ გამოიკვლია, თუ რა თანხებს იღებდნენ პოლიტიკური სუბიექტები სააკაშვილის მმართველობის ბოლო, კონკრეტულად კი, 2008-2012  წლებში, მათ შორის რა ოდენობის იყო მაშინდელი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება და რამდენად შეიცვალა ამ მხრივ მდგომარეობა 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა.

„პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორის გურამ ადამაშვილის განცხადებით, კვლევისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, 2013 წლის გამოკლებით, მაშინდელი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდ შემოწირულებებს იღებდა და ის ზოგიერთ შემთხვევაში 26-ჯერაც კი აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის ერთად აღებულ დაფინანსებას, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ როცა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებაში მყოფი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ქართული ოცნების“ შემოწირულება ოპოზიციური პარტიის, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ შემოწირულებას, 2-ჯერაც კი ვერ აღემატებოდა (სხვაობა დაახლოებით, მხოლოდ 800 ათასი ლარი იყო). ხოლო, როგორც ადამაშვილი ამბობს, თუ გადავხედავთ 2016 წლის 4 თვის – იანვარ-აპრილის შემოწირულებებს, აქ თანხების მიღების მხრივ არა სახელისუფლო, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ლიდერებონ, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა ახლადდაფუძნებული „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

გურამ ადამაშვილის თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენდა,2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდში მთლიანი შემოწირულების 96%, 13,5 მილიონ ლარზე მეტი, საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხა. ამ თანხის წარმომავლობის დადგენა კი 2011 წლის თებერვლამდე ვერ მოხერხდა. მისი თქმით, 2008–2010 წლების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებამინიმუმ 7-ჯერ (2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) და მაქსიმუმ 26-ჯერ (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები) აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებდნენ. ასე მოხდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და შემდგომ არჩევნებზე.

მაგალითად, თუ ავიღებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაშინდელმა მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე ყველაზე დიდი დაფინანსება მოიპოვა. შემოწირულების სახით მან 21 მილიონ 214  868,58 ათასი ლარი მიიღო. შედარებისთვის, მაშინდელი მთავარი ოპოზიციური პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემოწირულება დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო და ის 2 042 647,56 ლარს შეადგენდა. ჯამში კი სულ 32 საარჩევნო სუბიექტმა 32 252 335,93 ლარი მიიღო და აქედან, ყველაზე დიდი თანხა 21 214 868,58 ლარი, როგორც ეს უკვე აღინიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულება იყო.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, ადამაშვილის თქმით, მდგომარეობა შეიცვალა. 2013 წელს მიღებული შემოსავლების საერთო რაოდენობით კოალიცია „ქართული ოცნება“ დაახლოებით9 მილიონი ლარით ლიდერობდა. მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 5 მილიონი ლარით, ხოლო მესამეზე –  „დემოკრატიული მოძრაობა“ დაახლოებით 3.5 მილიონი ლარით.

„პოზიცია“-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებულ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ 2013 წელს დაახლოებით 2 634 584,01 ლარის შემოწირულება ჰქონდა მიღებული, მაშინ, როცა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემოწირულება 3 391 080,99 ლარი იყო.  გურამ ადამაშვილი აღნიშნავს, რომ ამით ნათლად იკვეთება ის კარდინალურად შეცვლილი სურათი, რასაც პარტიების დაფინანსების მხრივ „ქართული ოცნების“ მმართველობისას აქვს ადგილი.

„შედარებისთვის, თუკი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ შემოწირულება ოპოზიციური პარტიის შემოწირულებას, 2-ჯერაც კი ვერ აღემატებოდა (სხვაობა დაახლოებით, მხოლოდ 800 ათასი ლარი იყო), მაშინ როცა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მაქსიმუმ 26-ჯერ აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს,“აცხადებს ადამაშვილი.

რაც შეეხება 2015 წელს – პოლიტიკურმა პარტიებმა 2015 წლის განმავლობაში ჯამურად 12 407 707 ლარის შემოსავალი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოსავალი – 3 251 781 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მოდის. მეორე ადგილზეა „გაერთიანებული დემოკრატრიული მოძრაობა”, რომელმაც 1 470 484 ლარი მიიღო. მესამე ადგილზეა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის მიერ 2015 წელს მიღებულმა საბიუჯეტო და კერძო დაფინანსებამ 1 426 227 ლარი შეადგინა. 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ირიცხება „თავისუფალი დემოკრატების“ ანგარიშზე, რომელმაც გასული წლის განმავლობაში, შესაბამისად, 1 014 739 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“, რომელიც 2015 წლის ბოლოსკენ შეიქმნა, მაინც ახერხებს 2015 წელს სოლიდური შემოსავლების მიღებას და უკვე 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, იგი პირველ ადგილზეც კია.

პოლიტიკურმა პარტიებმა 2016  წლის 3 თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველაზე მეტი შემოწირულება პლატფორმა ”ახალ პოლიტიკურ ცენტრზე” მოდის. მას 168 058 ლარი აქვს მიღებული. მე-2 ადგილზე 143 283 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”; მე-3-ზე კი 45 070 ლარით ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის”.

რაც შეეხება 2016 წლის აპრილს, ყველაზე მეტი შემოწირულება – 268 500 ლარი ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო, 149 020 ლარით მეორე ადგილი უჭირავს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”, მესამე კი – 124 000 ლარით ახალ პოლიტიკურ ცენტრ ”გირჩს”.

ადამაშვილი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელი ფაქტორია ის მასობრივი დაჯარიმებებიც, რასაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას 2012 წელს, მაშინდელი გამოკვეთილი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი პირებისა თუ მისი კუთვნილი კომპანიების მიმართ ჰქონდა ადგილი. მაგალითისთვის მას მოჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის ივლისში, ინტენსიური საარჩევნო კამპანიის დროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე შპს “ელიტა ბურჯი” 3,4 მილიონი ლარით დააჯარიმებისა და სხვა მსგავსი ფაქტები.

ადამაშვილი მიიჩნევს, რომ მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ ზეწოლას ახდენდა, როგორც კონტროლის პალატის, შემდგომში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის, ისე სასამართლოს საქმიანობაზე და ძირითადად მხოლოდ ივანიშვილის კომპანიებისა და მისი მხარდამჭერების მიერ გაღებული შემოწირულებებით ინტერესდებოდა. ამგვარი ზეწოლის და უკანონო დაჯარიმებების ფაქტები კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ ფიქსირდება.

kvleva 1 kvleva 2 kvleva 3 kvleva 4 kvleva 5 kvleva 6 kvleva 7 kvleva 8 kvleva 9 kvleva 10 kvleva 11 kvleva 12

kvleva 14

  • 0
    Share

 

კომენტარები: 370
#330   Nereida
      
References:


Instant withdrawal pay id pokies text.dsf.hs-heilbronn.de
12 ნოემბერი 2026 05:14
#329   Shavonne
      
References:


5 minimum deposit pokies payid http://www.pshunv.com
11 ნოემბერი 2026 20:54
#328   Darrel
      
Gewinne lassen sich jedoch unkompliziert per Standard Banküberweisung auf das zuvor verwendete
Girokonto auszahlen. Eine Sofortüberweisung funktioniert bequem und einfach für Einzahlungen ins casino freispiele sofortüberweisung.

Ob die Methode verfügbar ist, lässt sich mühelos im Kassenbereich herausfinden. An der Stelle sind lediglich die Institute
aufgeführt, die erfahrungsgemäß am häufigsten von Spielern in Deutschland genutzt werden. Besondere Vorkehrungen müssen im Bankkonto nicht getroffen werden, um Bezahlungen auf diese Weise durchführen zu können.
Geprüft wird lediglich, ob das Bankkonto über die für Zahlungen erforderliche
Deckung verfügt.
11 ნოემბერი 2026 20:23
#327   Jerrell
      
BPay is primarily used within Australia as part of the country’s established banking infrastructure.
Unlike card-based methods, deposits are not always credited
instantly and may take up to 24 hours to reflect, depending
on banking cut-off times and the casino’s reconciliation process.
We have researched for you so you can view the best casinos that accept bPay payments and
make a choice yourself.

References: https://forum.rukoeu.com/
11 ნოემბერი 2026 15:21
#326   Luther
      
You deposit, the gift lands in the cash balance, and you
can play it on anything or request it back once the
deposit itself has been turned over once. Most Australian casino
sites launched since 2023 list PayID in the cashier
on day one, and older brands have been retrofitting it as fast as their payment providers allow.
No deposit, welcome, reload, and VIP rewards are available in the best PayID
online pokies Australia casinos. Begin by selecting Australian online pokies PayID casinos that
prioritise fair gameplay and provide a secure environment.
Before gambling PayID online pokies Australia, ensure you are registered.

Each method has its pros and cons, which make them suitable for different types of players depending on their preferences for speed,
fees, or anonymity.
11 ნოემბერი 2026 11:47
#325   Shelli
      
References:


Neosurf casino loyalty rewards australia dailybeacon.space
11 ნოემბერი 2026 01:10
#324   Victor
      
References:


Bank transfer casino sites withdraw casino
winnings to bank account
10 ნოემბერი 2026 18:16
#323   Bobbie
      
References:


Neosurf casino tournaments recently launched neosurf casinos
10 ნოემბერი 2026 13:14
#322   Freeman
      
References:


Aud neosurf casinos neosurf casino australia aud
10 ნოემბერი 2026 12:49
#321   Aleida
      
References:


Real money online pokies au best online
pokies australia
10 ნოემბერი 2026 00:21
#320   Denise
      
References:


Free pokies app best australian payid casino
9 ნოემბერი 2026 15:00
#319   Koby
      
References:


Australian online casino neosurf deposit new
neosurf deposit casinos
9 ნოემბერი 2026 10:17
#318   Florida
      
References:


Idebit deposit methods casino idebit 5 deposit casino idebit 1 deposit casino
9 ნოემბერი 2026 08:57
#317   Guillermo
      
References:


Cash out neosurf casino australia neosurf prepaid card casino
australia
9 ნოემბერი 2026 07:57
#316   Maynard
      
References:


Online pokies accepting wire transfer australia
https://www.rcmx.net/userinfo.php?uid=111367
30 ოქტომბერი 2026 17:55
#315   Marguerite
      
References:


Pokies offering bpay lslv168.com
30 ოქტომბერი 2026 16:34
#314   Thaddeus
      
References:


Wire transfer withdrawal casino australia http://bbs.88moli.top/home.php?mod=space&uid=241327
30 ოქტომბერი 2026 16:25
#313   Kami
      
References:


Legit wire transfer casinos australia mobile casino bank transfer australia
30 ოქტომბერი 2026 11:57
#312   Riley
      
References:


Deposit with neosurf casino australia instant withdrawal casino australia neosurf
30 ოქტომბერი 2026 11:46
#311   Deandre
      
References:


Safe BPay pokies play real money
pokies with bpay
29 ოქტომბერი 2026 09:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი