გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოჩა ენუქიძის წარდგენის შემდეგ ამბროლაურში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონების მოსახლეობის ინტერესები პროპორციულ სიაშიც უნდა აისახოს.
„ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ პროპორციული სიის შემადგენლობაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს რეგიონები არ შეიძლება ასე მათემატიკურად დაჯამდეს. ამიტომ, სვანეთს, ლენტეხს, ცაგერს შესაძლოა ჰყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მთის რეგიონები მაქსიმალურად ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.