10 000-ს გადააჭარბა ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გარდაცვალებულთა რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დადასტურებული შემთხვევები კი თითქმის 250 000-ს შეადგენს
20-03-2020, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი თითქმის 250 000-ს შეადგენს.

 


ჩინეთმა, რომლის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უხანშიც დღემდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს იფეთქა, გამოაცხადა, რომ ოთხშაბათის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანთა შიდა დაინფიცირების შემთხვევა არც ხუთშაბათს გამოვლენილა.

 

 

იტალია კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მიხედვით პირველი ქვეყანა გახდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათ საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში იქ 427 ადამიანი დაიღუპა და საერთო რიცხვმა 3 405 შეადგინა, ეს კი ჩინეთის ფატალურ შემთხვევებზე მეტია.

 

 

საფრანგეთში, ასევე  ხუთშაბათ საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372 შეადგინა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა, ჯერომ სალომონმა განაცხადა, რომ ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა „ყოველ ოთხ დღეში ორმაგდება“ და ვირუსი „სწრაფად და ძლიერად“ ვრცელდება.

 

 

ბოლო ერთ კვირაში საგრძნობლად იმატა ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ამ დროისთვის 9 400-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 152.

   

 

ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა - 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.

 


ბოლო დღეებში ჩინეთი უკვე იმაზეა ფოკუსირებული, რომ ვირუსის საზღვარგარეთიდან შემოტანა აღკვეთოს. ბოლო პერიოდში გამოვლენილი მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა უცხო ქვეყნიდან შესულებს დაუდასტურდათ, ასე იყო ოთხშაბათსაც.

 


აფეთქების პიკზე, ჩინეთმა უმკაცრესი საკარანტინო ზომები გაატარა, შეზღუდა გადაადგილებები, რომ შეეჩერებინა გავრცელება, მაგრამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა და ახალი შემთხვევების საოცარი კლების მიუხედავად, ჩინეთი ჯერ კიდევ არ გამოსულა სრულად სახიფათო მდგომარეობიდან.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლა ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ ახალი კორონავირუსის საზღვარგარეთიდან იმპორტირება მიიჩნია და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ქვეყანაში შემსვლელებზე კონტროლი. ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესულ ყველა მოქალაქეს საგულდაგულოდ ამოწმებს ან კარანტინში უშვებს.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 47
#7   Ouida
      
References:


Bet365 mobile casino

References:
bookmarkingworld.review
25 იანვარი 2026 17:55
#6   Melody
      
References:


Gulfstream casino

References:
adsintro.com
25 იანვარი 2026 07:04
#5   Brenna
      
References:


Pittsburgh casino

References:
--7sbarohhk4a0dxb3c.рф
25 იანვარი 2026 05:36
#4   Dann
      
References:


Wizard of odds blackjack

References:
https://chessdatabase.science
24 იანვარი 2026 22:33
#3   Alta
      
References:


Pictures of before and after using anavar

References:
https://scientific-programs.science/wiki/Quando_prendere_le_proteine_prima_o_dop
o_allenamento
21 იანვარი 2026 16:03
#2   Octavio
      
References:


Anavar bodybuildinmg before and after

References:
brakeoption4.werite.net
21 იანვარი 2026 13:08
#1   Mickey
      
what kind of steroids are there

References:
output.jsbin.com
18 იანვარი 2026 00:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი