საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა
19-03-2020, 23:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372 შეადგინა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა, ჯერომ სალომონმა განაცხადა, რომ ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა „ყოველ ოთხ დღეში ორმაგდება“ და ვირუსი „სწრაფად და ძლიერად“ ვრცელდება.

 

 

ბოლო ერთ კვირაში საგრძნობლად იმატა ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ამ დროისთვის 9 400-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 152.

 

 

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის 220 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8 800 ადამიანი.

 

 

იტალია კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მიხედვით პირველი ქვეყანა გახდა მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათში იქ 427 ადამიანი დაიღუპა და საერთო რიცხვმა 3 405 შეადგინა, რაც ჩინეთის ფატალურ შემთხვევებზე მეტია.

 

 

ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა - 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.

 


ბოლო დღეებში ჩინეთი უკვე იმაზეა ფოკუსირებული, რომ ვირუსის საზღვარგარეთიდან შემოტანა აღკვეთოს. ბოლო პერიოდში გამოვლენილი მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა უცხო ქვეყნიდან შესულებს დაუდასტურდათ, ასე იყო ოთხშაბათსაც.

 


აფეთქების პიკზე, ჩინეთმა უმკაცრესი საკარანტინო ზომები გაატარა, შეზღუდა გადაადგილებები, რომ შეეჩერებინა გავრცელება, მაგრამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა და ახალი შემთხვევების საოცარი კლების მიუხედავად, ჩინეთი ჯერ კიდევ არ გამოსულა სრულად სახიფათო მდგომარეობიდან.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლა ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ ახალი კორონავირუსის საზღვარგარეთიდან იმპორტირება მიიჩნია და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ქვეყანაში შემსვლელებზე კონტროლი. ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესულ ყველა მოქალაქეს საგულდაგულოდ ამოწმებს ან კარანტინში უშვებს.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი